ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომლის დამზადებაც თავად შეგიძლიათ!
მე ამას ყოველ წელს ვაკეთებ!
დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისა და ორგანიზმის დაცვის საუკეთესო საშუალება ძლიერი იმუნური სისტემაა. ამისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იკვებოთ ჯანსაღად, ასევე გამოიყენოთ ეს მარტივი საშუალება.
აუცილებლად უნდა სცადოთ ეს ხელნაკეთი ბუნებრივი წამალი, რომელიც დაგეხმარებათ დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა!
ინგრედიენტები:
- 700 მლ ვაშლის ძმარი
- ¼ ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი
- ¼ ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიორი
- ¼ ჭიქა გახეხილი კოჭა
- 2 სუფრის კოვზი კურკუმა
- 2 ახალი წიწაკა
მომზადება:
- ყველა ინგრედიენტი, გარდა ვაშლის ძმრისა, მოათავსეთ თასში და აურიეთ.
- კარგად აურიეთ და მიღებული მასა მინის ქილაში გადაიტანეთ.
- შემდეგგ ნარევში დაამატეთ ძმარი.
- მჭიდროდ დაახურეთ ქილას თავსახური და შეანჯღრიეთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად აერიოს.
ყველაზე კარგია პროპორციაა, თუ ქლისი მოცულობის 2/3-ს ნარევით შეავსებთ, დანარჩენს კი ვაშლის ძმრით.
ქილა მშრალ და გრილ ადგილას უნდა შეინახოთ 2 კვირის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ნაზავი უნდა გაწუროთ.
ამ ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკის ერთი სუფრის კოვზი საკმარისია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, თუმცა ფრთხილად იყავით, რადგან საკმაოდ ცხარე სასმელია.
რა ახდენს გავლენას იმუნურ სისტემაზე?
იმუნურ სისტემაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ცნობილია, რომ ასაკთან ერთად იცვლება იმუნური სისტემის მუშაობის ტემპი და ეფექტურობა. ბავშვებს, როგორც სხვა ყველაფერი, იმუნური სისტემაც უმწიფარი აქვთ. ამიტომ ემართებათ ინფექციური დაავადებები. თავადაც შეამჩნევდით – ზრდასთან ერთად ეს დაავადებები უფრო და უფრო იშვიათდება, რაც იმუნიტეტის სრულყოფის ნიშანია.
მოწიფულ ასაკში იმუნური სისტემა ყველაზე გამართულად მუშაობს, შემდეგ კი, ასაკის მატების პირდაპირპროპორციულად, მისი აქტივობა, ბრძოლის უნარი ისევ იკლებს.
რომელი საკვები აძლიერებს იმუნიტეტს?
- საკვები უნდა იყოს ჯანსაღი, სრულფასოვანი, არ უნდა შეიცავდეს ნიტრატებს, პესტიციდებს, კონსერვანტებსა თუ სხვა მავნე დანამატებს.
- უნდა ჭამოთ ხშირად, მცირე ულუფებით.
- ერიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს, გაზიან სასმელებს, შებოლილ პროდუქტებს.
გაითვალისწინეთ ეს რჩევები, გამოიყენეთ ჩვენი მოწოდებული რეცეპტი და გაუზიარეთ სტატია ახლობლებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!