როგორ დავძლიე კუჭის ტკივილი, გულძმარვა და მჟავიანობა? მრავალი წლის განმავლობაში კუჭი აღარ გეტკინება!
მინდა გითხრათ, როგორ დავძლიე კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა, ასევე მინდა შემოგთავაზოთ აღდგენის სხვა მეთოდებიც!
მრავალი წლის წინ დამიდგინეს კატარალური გასტროენტერიტი მაღალი მჟავიანობით. ექიმის ყველა რეკომენდაციის გულმოდგინე შესრულების მიუხედავად, კუჭის ტკივილი და გულძმარვა არ მტოვებდა.
ერთ დღეს მე და ჩემი ქმარი წავედით ბაზარში. იქ შეტევა მქონდა დამაშინვე სახლში დავბრუნდით, მანქანიდან ძლივს გადმოვედი. მოვიდა თანასოფლელი და რომ დაინახა, როგორ ვიტანჯებოდი, მკითხა, რა მოხდაო, როდესაც გაიგო ჩემი პრობლემის შესახებ, მირჩია მეთოდი, რომელიც ერთ დროს თავად დაეხმარა.
რეცეპტი, რომელიც ჩემმა მეზობელმა მირცია, გამოიყურება შემდეგნაირად:
ყოველ დილით კარტოფილი უნდა გამეხეხა, მიღებული მასიდან გამომეწურა წვენი, შემერია 1 ჭიქა რძისთვის და დამელია 100 მლ უზმოზე და ასე ზედიზედ 9 დღე გამეგრძელებინა.
რჩევა გავითვალისწინე და გამოჯანმრთელება დავიწყე. უკვე მეხუთე დღეს ვიგრძენი მნიშვნელოვანი შვება, მაგრამ, ამის მიუხედავად, 9 დღე ვსვამდი წვენს და რძეს.
ამის შემდეგ ჩემი მდგომარეობა დასტაბილურდა. რასაც მინდოდა ვჭამდი, მაგრამ მჟავიანობა არ მატულობდა და კუჭის ტკივილი აღარ მაწუხებდა.
ეს ეფექტი გაგრძელდა ერთი წელი, შემდეგ კი კუჭის ტკივილმა, რომელსაც თან ახლდა მჟავიანობის მომატება, ისევ იჩინა თავი. დაუფიქრებლად გავიმეორე მკურნალობა.
ამ წლების განმავლობაში მეტჯერ გასტროენტერიტს არ შევუწუხებივარ. ფაღარათისადმი მიდრეკილებისთვის კარტოფილის წვენი ნალექთან ერთად უნდა დალიოთ, ყაბზობის დროს კი ნალექის გარეშე.