mobliurebi
mobliurebi

ამ ნიღბის საშუალებით ყველაზე ღრმა ნაოჭებიც კი გაქრება მხოლოდ ერთ თვეში.

ერთი კვირის განმავლობაში შეამჩნევთ, რამდენად ახალგაზრდად გამოიყურებით, რამდენიმე წლის შემდეგ კი თქვენი კანი ნამდვილად მშვენიერი იერის გახდება!

გსურთ თქვენი კანი კვლავ ახალგაზრდა და ლამაზი გახდეს? მარტივი ინგრედიენტების ამ საოცარ ნიღაბს შეუძლია სწრაფად გაახალგაზრდავოს სახე, გაამკვრივოს კონტური და აღადგინოს კანის ჯანსაღი ტონი!

ამ ნიღბის რეცეპტი თავისებურად უნიკალურია. ის შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც საჭიროა ჩვენი კანის ახალგაზრდობისა და სილამაზისთვის. მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში და რამდენჯერაც გსურთ.

ის ყოველთვის მშვენივრად მუშაობს! ხანგრძლივი და მუდმივი გამოყენებისას იძლევა გამაახალგაზრდავებელ ეფექტს. თუ მას ხსირად გამოიყენებთ, ყოველი გამოყენების შემდეგ იგრძნობთ, რომ კანი კიდევ უფრო სუფთა, გლუვი, თანაბარი და აბრეშუმისებრი გახდა.

ინგრედიენტები:

  • 1/3 მწიფე ბანანი
  • 1 ჩაის კოვზი რძე ან ნაღები
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული ბრინჯი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული შვრიის ფაფა
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული ნიგოზი.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ?

  1. დაჭყლიტეთ ბანანის რბილობი ფაფისებრ კონსისტენციამდე და დაუმატეთ რძე.
  2. ბრინჯი, შვრიის ფაფა და ნიგოზი ცალკე გახეხეთ ყავის საფქვავში ისე რომ მიიღოთ ფქვილისებრი მასა.
  3. დაფქული ნარევი დაუმატეთ ბანანს და კარგად აურიეთ.
  4. გაწმენდილ კანზე, მასაჟის მოძრაობებით წაისვით ნიღაბი სახეზე. ნიღაბი შეგიძლიათ და გირჩევთ რომ წაისვათ კისერზე და დეკოლტეზე.
  5. გაიჩერეთ ის 20 წუთის განმავლობაში…
  6. შემდეგ დაისველეთ ნიღბიანი სახე სველი ხელებით და გაიკეთეთ მსუბუქი სკრაბინგ-მასაჟი.
  7. ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით თქვენი საყვარელი დამატენიანებელი.

რეცეპტში შემავალი ინგრედიენტების სარგებელი კანისთვის:

  • ბრინჯი აპრიალებს კანს. ის ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ეხმარება კანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, შლის ტოქსინებს, კანი პრიალდება, ფორები ვიწროვდება.
  • შვრიის ფაფა კვებავს და ატენიანებს კანს და ხსნის უხეშობას.
  • კაკალი ამკვრივებს კანს და ასუფთავებს ეპიდერმისის მკვდარ ნაწილაკებს.
    ნიღბის შემდეგ კანი ხდება ცოცხალი, სუფთა და თანაბარი.

საბოლოოდ კი თქვენ შესანიშნავად გამოიყურებით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ნიღაბი გახდება თქვენი საყვარელი ნიღაბი!

გაუზიარეთ მეგობრებს ახალგაზრდობის რეცეპტი.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება