გაღვივებული ხორბალი მკურნალობს მთელ სხეულს!
აქ არის მეცნიერთა და ნატუროპათთა დასკვნა გაღვივებული ხორბლის სარგებლობის შესახებ.
მარცვალი არის მიძინებული ორგანიზმი, რომელის ნაჭუჭის ქვეშ ერთგვარი ენერგია ინახება, რათა გაამრავლოს თავისი სახეობა. ეს ხდება გაღვივების/გამწვანების დროს, როდესაც ყლორტებს ამოიღებს, ახალი მცენარე იბადება.
ამ დროს ბუნება მათ აძლევს დაბადებული ახალგაზრდა მცენარის კვებისათვის ყველაზე ძვირფასს: ფერმენტებს და სხვა ღირებულ ნივთიერებებს. ხორბლის ჩანასახის გამოყენებით ჩვენ ვიყენებთ ბუნების ყველაზე მნიშვნელოვან საკვებს!
ხორბლის ჩანასახის სარგებელი:
ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა გაიგეს, რომ ხორბლის ჩანასახები საიდუმლო იმალება, ისინი ასუფთავებენ სიცოცხლისთვის საშიშ ნივტიერებს და ანადგურებენ სხეულში დყველანაირ დაბრკოლებებს, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის ბუნებრივ სისუფთავეს. მათ შეუძლიათ ნაწლავებში წარმოქმნილი გლუტენის დაშლა და საშიში დაავადებისგან დაცვა.
- ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების სწორი მოქმედების რეგულირება, აღდგენა და სტაბილიზაცია ნებისმიერ ასაკში.
- ისინი ამდიდრებენ სისხლს ჟანგბადით.
- ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ჟანგბადის დეფიციტისა და სიცივის მიმართ.
- აქრობს სხვადასხვა ინფექციებს და ანთებით პროცესებს.
- ორგანიზმიდან აშორებენ ნარჩენებს, შხამებს, ჭარბ ქოლესტერინს და სხვა მავნე ნივთიერებებს.
- ამაღლებს იმუნიტეტს.
- უბრუნებს მხედველობას სიმახვილეს.
- კურნავს ჭრილობებს.
- აღადგენს თმის სიჯანსაღეს და სტრუქტურას.
- აძლიერებს მთელ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
- ისინი აახალგაზრდავებს და ასტაბილურებენ სხეულის ყველა სისტემას, ხელს უწყობენ აქტიურობას.
ყველა მარცვლის ყლორტები სასარგებლოა, მაგრამ უმჯობესია ხორბალი მივიღოთ, რომელსაც სამკურნალო და პროფილაქტიკისთვის ყველაზე სასარგებლო ნივთიერებები აქვს და მოსამზადებლადაც მოსახერხებელია.
ხორბლის მარცვლების გაღივების და გამოყენების გზა
- აიღეთ 80-100 გრ ხორბალი, გარეცხეთ გამდინარე წყალში 2-3-ჯერ.
- დაზიანებულ და მოუმწიფებელი მარცვლები მოაშორეთ.
- გარეცხილი ხორბალი გადაიტანეთ რაიმე ჭურჭელში, და მარცვლეულის ფენის მაქსიმალური სიმაღლე უნდა იყოს არაუმეტეს 2-3 სმ.
- შემდეგ ამ ხორბალს დაასხიტ წყალს ისე, რომ მარცვლის ზედა ფენა მხოლოდ წყლის ზედაპირს ეხებოდეს.
- ეს ყველაფერი დაფარეთ მარლით.
- მთავარია მარცვლები უზრუნველყოფილი იყოს ტენით, ჰაერით და სითბოთი - 22 გრადუსამდე.
- 24-30 საათის შემდეგ ხორბალზე თეთრი ჩითილები გამოჩნდება.
- მას შემდეგ, რაც ისინი 2-3 მილიმეტრის გახდებიან, ხორბალი კვლავ უნდა გაირეცხოს.
- გამოყენებისთვის, უნდა გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან ყავის საფქვავში.
ასეთი ამონაყარი ხორბალი უნდა დაღეჭოთ - ნელა და ფრთხილად, მაგალითად, 1 ჩაის კოვზი ერთი წუთის განმავლობაში. ეს არის მთავარი პროცესი, რომლითაც ორგანიზმი იღებს ბუნებრივ ელექსირს, რომელიც წარმოიქმნება პირის ღრუში.
ვინც გაღივებულ ხორბალს რტულად ღეჭავს: დაქუცმაცებულ ხორბალს დაუმატეთ 1-1,5 ჭიქა წყალი, ურიეთ სანამ გაგლუვდება, შემდეგ გამოწურეთ - მიიღებთ ხორბლის რძეს, რომელიც ასევე სასარგებლოა.