როგორ მოვიშოროთ ბატის ფეხი“ და უპეები თვალის ქვეშ? მარტივი საშიანო რეცეპტები!
კოსმეტოლოგიის ინდუსტრია გვთავაზობს კრემებისა და სახის ნიღბების უზარმაზარ რაოდენობას, მაგრამ, როგორც წესი, ყველა საკმაოდ ძვირია. ხოლო გამოცდილი კოსმეტოლოგები გვირჩევენ მათ ჩანაცვლებას ჩვეულებრივი ბუნებრივი საშუალებებით.
არცერთ ქალს არ სიამოვნებს ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები. თვალების ირგვლივ კანი ყველაზე მეტად აჩენს ასაკს, რადგან ის უფრო თხელია, ვიდრე სხვა ადგილებში. ამიტონ საჭიროა თქვენი ძალისხმევა, რომ კანი სუფთა და მიმზიდველი იყოს.
არსებობს მრავალი პროდუქტი, რომელსაც შეუძლია კანის დატენიანება და გაღიავება, შეშუპების მოცილება და ნაოჭების შემცირება.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს "ბატის ფეხს"! ისინი ხელს უწყობენ კანის სიმკვრივისა და ელასტიურობის აღდგენას, ასევე ნაოჭების შემცირებას და თვალების ირგვლივ კანის გათეთრებას.
გირჩევთ გამოიყენოთ ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი ნიღაბი მაინც და თვენ მალევე იგრძნოთ მათ სასწაულებრივ ეფექტს საკუთარ თავზე!
ნიღაბი 1
დაგჭირდებათ:
- კვერცხის ცილა - 1 ც;
- ქერის ფქვილი;
- თაფლი.
მომზადება და გამოყენება:
- ცილა კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ ამდენივე თაფლი და ფქვილი და კარგად აურიეთ.
- წაისვით კანზე თვალების ირგვლივ, დახურულ ქუთუთოზე.
- გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთის განმავლობაში.
შედეგის ნახვას შეძლებთ მხოლოდ ერთი გამოყენების შემდეგ: თქვენი კანი გაბრწყინდება და გლუვი გახდება. ეფექტის გასამყარებლად აუცილებელია ასეთი ნიღბის პერიოდულად გაკეთება.
ნიღაბი 2
ხელს უწყობს შეშუპების მოცილებას.
დაგჭირდებათ:
- კვერცხის გული - 2 ც;
- ზეითუნის ზეთი - 1 ჩ/კ;
- ყვავილის თაფლი - 1 ჩ.კ
მომზადება და გამოყენება:
- კვერცხის გულები კარგად ათქვიფეთ.
- დაუმატეთ მათ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ.
- წაისვით თვალის ირგვლივ კანზე და გაიჩერეთ ნახევარი საათით, რის შემდეგაც შეგიძლიათ ჩამოიბანოთ ნიღაბი ცივი წყლით.
ნიღაბი 3
დაგჭირდებათ:
- კვერცხის გული - 1 ც;
- წვენი ნახევარი ლიმონისგან;
- ზეითუნის ზეთი - 1 ჩ.კ
ეს მშვენიერი რეცეპტი თქვენს თმას ახალ სილამაზეს მიანიჭებს, თუნდაც შეღებილი.
მომზადება და გამოყენება:
- ინგრედიენტები კარგად ათქვიფეთ და წაისვით თვალის ირგვლივ კანზე.
- 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი რძით!
თქვენი კანი გახდება სუფთა და ლამაზი. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი რძე თავად ნიღაბში!
გამოიყენეთ ეს ეფექტური და ხელმისაწვდომი რეცეპტები და მუდმივად იზრუნეთ თვალების ირგვლივ კანზე,რათა შეძლოთ ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების შენელება და დიდხანს შეინარჩუნოთ მიმზიდველობა და ახალგაზრდობა!