mobliurebi
mobliurebi

6 ეფექტური საშუალება ასაკობრივი ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველად!

მელანოციტები არის უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის კანის ძირითად პიგმენტაციაზე. ეს უჯრედები წარმოქმნიან ყველაზე მუქ და ყველაზე მნიშვნელოვან პიგმენტს ჩვენს კანში, რომელსაც მელანინს უწოდებენ. თუმცა, ძალიან ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო, კანის ზოგიერთ უბანზე მელანოციტები წარმოქმნიან მელანინის ჭარბ რაოდენობას, რაც თავის მხრივ იწვევს სხვადასხვა ასაკობრივი ლაქების გაჩენას.

და შედეგად, სახეზე ან სხეულზე ჩნდება სხვადასხვა სახის მუქი ლაქები, როგორიცაა ჭორფლები, ხალები, ლენტიგო, ქლოაზმა და სხვა.

ჩვენ შევარჩიეთ თქვენთვის 6 ეფექტური საშუალება, რომელიც ასაკობრივი ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ.

1. საფუარის ნიღაბი

15-20 გრ საფუარი შეურიეთ 1,5 ჩაის კოვზ ახლად გამოწურულ ლიმონის წვენს. წაისვით და გააჩერეთ ნიღაბი 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. საფუარის ნიღბის წასმის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემით.

2. კიტრი

ახალი კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე, მიღებული მასა წაისვით ასაკობრივი ლაქების მქონე ადგილებში და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ პროცედურა ზედიზედ სამჯერ.

3. ლიმონის წვენი

ლიმონის წვენი გააზავეთ წყლით (1:10 თანაფარდობით) და მიღებული ლიმონის ხსნარით დაიმუშავეთ ასაკობრივი ლაქები დღეში 2-ჯერ.

4. ტკბილი წიწაკა სახისთვის

ტკბილი წიწაკა გახეხეთ წვრილ სახეხზე და მიღებული მასა წაისვით სახეზე. გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში, ამოიღეთ და წაუსვით სახე კარგი მკვებავი კრემით.

ტკბილი წიწაკის ნიღაბი არამარტო დაგვეხმარება ასაკობრივი ლაქების მოცილებაში, არამედ გაჯერებს კანს აუცილებელი C ვიტამინით.

5. ბანანის წყალი

ამოიღეთ ქერქი დიდი ბანანისგან და წვრილად დაჭერით. დაასხით მდუღარე წყალი (250 მლ) და შედგით სრულ გაგრილებამდე. გაწურეთ, ჩაასხით ყინულის ფორმებში და შედგით საყინულეში. მიღებული ყინულის კუბურები წაისვით სახეზე და სხეულის სხვა ნაწილებზე ძილის შემდეგ.

6. ხაჭო რძე, მაწონი ან იოგურტი

წაისვით ზემოაღნიშნული ფერმენტირებული რძის პროდუქტებიდან რომელიმე სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. 15 წუთის შემდეგ ამოიღეთ ნიღაბი ბამბის დისკით, ლიმონის წვენში ან ცაცხვის ყვავილის ნახარშში გაჟღენთვის შემდეგ.

დაიმახსოვრეთ: შემოთავაზებული სახსრების გამოყენების შემდეგ თავი უნდა აარიდოთ მზეზე ხანგრძლივ ზემოქმედებას, ამიტომ უმჯობესია ეს ნიღბები საღამოს, ძილის წინ გაიკეთოთ. ნუ ბოროტად გამოიყენებთ მზის აბაზანებს, რომ ასაკობრივმა ლაქებმა აღარ შეგაწუხოთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება