mobliurebi
mobliurebi

არ დაიზაროთ! პირშუშხა წმენდს სისხლძარღვებს, მკურნალობს ჰიპერტენზიას, სტენოკარდიას და ნაღვლის პრობლემებს!

ის ასევე აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების მუშაობას, ეხმარება დაბალი მჟავიანობის დროს, ამაღლებს მადას და ასევე ეხმარება ნაღვლის ბუშტის დაავადებებს, ნაწლავის ატონიას.

რა თქმა უნდა, პირშუშხა არ არის რეკომენდებული ყველა ამ დაავადების მწვავე და მძიმე ფორმების დროს, განსაკუთრებით თირკმელების დაავადებების დროს, თუმცა ის შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა.

დიდი ხანია ცნობილია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების - სტენოკარდიის, იშემიის, ანემიის პირშუშხათი მკურნალობის მეთოდები, და მოდით გავიგოთ ზოგიერტი მათგანი!

  • სტენოკარდიის, იშემიის მკურნალობა

ამისთვის გამოწურეტ წვენი ახალი პირშუშხადან (1 ჩაის კოვზი) და დაუმატეთ თაფლი ისე, რომ პირშუშხას და თაფლის საერთო რაოდენობა 1 ს.კ-ს არ აღემატებოდეს.

მიირთვით ეს ნარევი უზმოზე, საუზმემდე 1 საათით ადრე, მკურნალობის კურსი არა უმეტეს 30 დღეა. უსიამოვნო შეგრძნებების დროს პირშუშხას დოზა მცირდება, თუმცა, შემდეგ თანდათან ისევ უნდა აიყვანოთ 1 ჩაის კოვზამდე.

მკურნალობის დროს აკრძალულია გადაჭარბებული დატვირთვა - გონებრივი და ფიზიკური, ჰიპოთერმია, გადახურება.

  • ათეროსკლეროზის პრევენცია

1. რეკომენდირებულია რძის ნახარშის გამოყენება: 100 გრამი გახეხილი ფესვებს, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში თავდახურული, დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე. შემდეგ გავაციოთ და გავწუროთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა, ჭამის წინ, დღეში 3-ჯერ.

2. ანალოგიური ეფექტი აქვს ახლად გახეხილი ფესვის (1 სუფრის კოვზი) და არაჟნის (1 ჭიქა) ნარევს. კარგად ინახება მაცივარში მჭიდროდ თავდახურული. მიიღება 1 სუფრის კოვზით, დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. ამ წამლის გემო არ არის ისეთი მკვეთრი, როგორც წინა.

  • ჰიპერტონული დაავადება

1 ს.კ თაფლი, 1 ს.კ. კოვზი ჭარხლის წვენი, 1 ს.კ. კოვზი სტაფილოს წვენი, 1 ჭიქა პირშუშხას წვენი (გახეხილი პირშუშხას წინასწარ ასხამენ წყალს 36 საათის განმავლობაში), 1 ლიმონის წვენი. ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და გადაიტენეთ მინის ჭურჭელში. მიიღეთ 1 ს.კ. კოვზი, 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსი 1,5 თვეა.

ხალხური მედიცინიდან ჩვენამდე მოვიდა რეცეპტები თაფლით, ჰიპერტენზიის დროს არტერიული წნევის შესამცირებლად.

პირველი რეცეპტი: შეურიეთ 1 ჭიქა სტაფილოს წვენი, პირსუშხას წვენი და თაფლი ერთი ლიმონის წვენს. შეინახეთ მინის ქილაში მჭიდროდ დახურულ გრილ ადგილას. მიიღეთ 1-2 ჩაის კოვზი, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.

მეორე რეცეპტი: პირველი რეცეპტის შიგთავსს დაამატეთ 1 ჭიქა ჭარხლის წვენი. მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში, ერთსა და იმავე დროს, საკვებთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობაა 1,5-2 თვე.

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

გახეხეთ ახალი პირშუშხა, შეურიეთ 1 ჩაის კოვზ თაფლს იმ რაოდენობით, რომ მათი ნარევის საერთო რაოდენობა არ აღემატებოდეს 1 ს.კ-ს და მიირთვით ეს ნარევი უზმოზე, საუზმემდე 1 საათით ადრე.

ეს ძველი რეცეპტი დღეს შეიძლება უსაფრთხოდ გამოიყენოთ. საჭიროა მხოლოდ იმის გათვალისწინება, რომ ამ ფორმით პირშუშხა უნდა მიირთვათ ზედიზედ არა უმეტეს 30 დღისა.

არ დაგავიწყდეთ, არასასიამოვნო შეგრძნებების დროს, პირშუშხას დოზა უნდა შემცირდეს, შემდეგ თანდათანობით დააბრუნოთ 1 ჩაის კოვზამდე. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება განახლდეს, მაგრამ მინიმუმ 2 თვის შემდეგ.

უკუჩვენებები:

ისევე როგორც ნებისმიერ წამალს, პირსუშხას აქვს თავისი უკუჩვენებები.

ნაწლავებსა და კუჭში მწვავე ანთებითი პროცესების დროს მისი გამოყენება არ შეიძლება. პირსუშხას დიდი დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება.

მჟავიანობის მატებასთან ერთად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ანთებითი დაავადებებით, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებთან ერთად, პირსუშხას გამოყენება არასასურველია არა მხოლოდ სამკურნალო მიზნებისთვის, არამედ კვების მიზნებისთვისაც.

ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მაშინ სანამ ამ მკურნალობას დაიწყებთ, საჭიროა ექიმთან კონსულტაციები.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება