mobliurebi
mobliurebi

თავად მოამზადე ნატურალური კბილის პასტა სახლში! გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს!

სასარგებლო ინფორმაცია მათთვის, ვინც თავად აპირებს კბილის პასტის დამზადებას:

  • მიხაკი ამშვიდებს კბილის ტკივილს;
  • სალბი გამოიყენება ღრძილებიდან სისხლდენის დროს;
  • ჩაის ხის ზეთი ათეთრებს კბილებს, ხსნის ღრძილების ანთებას;
  • პიტნა ხსნის ანთებას;
  • ბეგქონდარას აქვს ანტიბაქტერიული თვისებები;
  • როზმარინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

რჩევები: საკვები სოდა, როგორც კბილის პასტა ერთ-ერთი ინგრედიენტი, რეკომენდებულია არა უმეტეს კვირაში ერთხელ. სხვა დღეებში გაიხეხეთ კბილები მისი დამატების გარეშე. მომზადებული კბილის პასტა ყოველთვის შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში.

რეცეპტი N1

ინგრედიენტები:

  • მწიკვი კამის ფხვნილი;
  • 1/3 ჩ.კ დარიჩინი;
  • 2 ჩ.კ საკვები სოდა;
  • 4 წვეთი ჩაის ხის ზეთი;
  • 1 მწიკვი ზღვის მარილი წვრილად დაფქული;
  • 1 ჩ.კ ქოქოსის ზეთი.

მომზადების მეთოდი:

  1. ქოქოსის ზეთის გარდა შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს.
  2. გამოხეხვამდე კი დაუმატეთ ქოქოსის ზეთიც.

რეცეპტი N2

ინგრედიენტები:

  • 60 გრ თეთრი თიხა;
  • 2-3 წვეთი სალბის ზეთი;
  • 2-3 წვეთი გვირილის ზეთი;
  • 1 ჩ.კ თაფლი;
  • 5-8 წვეთი წყლზე დაფუძნებული პროპოლისი.

მომზადების მეთოდი:

  1. თიხა შეურიეთ მცირე რაოდენობით წყალს სქელი მასის მიღებამდე.
  2. მასას დაუმატეთ პროპოლისი, თაფლი, გვირილისა და სალბის ეთერზეთები.
  3. კარგად აურიეთ ყველაფერი და მზადაა.

ეს კბილის პასტა აშორებს ნადებს, ანახლებს სუნთქვას და კარგად ათეთრებს კბილებს.

რეცეპტი N3

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჩ.კ წვრილად დაფქული ზღვის მარილი;
  • 2 ჩ.კ საკვები სოდა;
  • 3-4 პიტნის ფოთოლი;
  • 1/2 ჩ.კ თეთრი თიხა;
  • 2 ჩ.კ გლიცერინი;
  • 6-8 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთის, რეკომენდირებულია აირჩიოთ: ლიმონი, როზმარინი, ფორთოხალი.

მომზადების მეთოდი:

  1. შეურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მისაღებად და კბილის პასტა მზად არის.

რეცეპტი N4

ინგრედიენტები:

  • ხის ნაცარი.

მომზადების მეთოდი:

  1. მოათავსეთ კბილის ჯაგრისი ხის ნაცარში ან შეურიეთ ის კბილის პასტას. ნაცარი შეიცავს კალიუმის ჰიდროქსიდს, ნაერთს, რომელიც შთამნთქმელი და მათეთრებელი საშუალებაა.
  2. გაიხეხეთ კბილები ამ საშუალებით არა უმეტეს კვირაში ერთხელ.

აღარ გამოიყენოთ არაჯანსაღი კბილის პასტა და მის ნაცვლად აირჩიე ბუნებრივი, სახლში დამზადებული კბილის პასტა. გარკვეული პერიოდის შემდეგ შეამჩნევთ დადებით შედეგს.

გაუზიარე შენი ორგანული კბილის პასტის რეცეპტები მეგობრებს!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება