mobliurebi
mobliurebi

რატომ გვემართება კრუნჩხვები? და როგორ მოვიქცეთ მისი თავიდან ასაცილებლად?

ისინი შეიძლება გამოჩნდნენ თქვენს სხეულზე ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს, ყველაზე ხსირად კი ძილის დროს ფეხის კუნთის მიმდებარედ. ნებისმიერი კრუნჩხვა არის უეცარი დაძაბულობა და კუნთების შეკუმშვა, რომელიც ხდება თქვენდა უნებურად.

კრუნჩხვები შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ არსებობს რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ მათი თავიდან ასაცილებლად.

შესაძლო მიზეზები:

  1. გაუწყლოება
    ბოლოს როდის დალიე ერთი ჭიქა სუფთა წყალი? კრუნჩხვა შეიძლება იყოს თქვენი ორგანიზმის მიერ იმის მანიშნებელი, რომ ცოტა მეტი წყლის დალევა გჭირდებათ - მარტივად რომ ვთქვათ, დეჰიდრატირებული ხართ! სხვა ნიშნებია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ყაბზობა. ასე რომ, თან იქონიეთ წყალი და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით თუ ჰაერის ტემპერატურა მაღალია.
  2. მაღალი ტემპერატურა
    თქვენი სხეული კარგავს სითხეს, როდესაც მუშაობთ ან ვარჯიშობთ ცხელ ამინდში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები. ეს შეიძლება იყოს ნაწილობრივ იმის გამო, რომ თქვენს კუნთებს წყალი სჭირდებათ, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ თქვენ ოფლიანობის დროს კარგავთ მნიშვნელოვან მინერალებს, რომლებსაც ელექტროლიტები ეწოდება - ნატრიუმი, კალიუმი და კალციუმი, რომლებიც ეხმარება კუნთების უჯრედებს სწორად იმუშაონ.
  3. ცუდი მიმოქცევა
    თუ კრუნჩხვები გაუარესდება სიარულის დროს, შესაძლოა თქვენს კუნთებს არ მიეწოდება საკმარისი სისხლი. ეს შეიძლება მოხდეს ასაკთის მატებასთან ერთად ან თუ არ ხართ აქტიური მთელი დღის განმავლობაში. თუ შეამჩნევთ ამ ფაქტორებს, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს - სპეციალისტი დაგეხმარებათ გაარკვიოს რა ხდება.
  4. ყოველთვიური ციკლი
    ზოგიერთი ქალი განიცდის კრუნჩხვებს მენსტრუაციის დროს. ეს იმიტომ ხდება, რომ ქალის ორგანიზმი გამოიმუშავებს გარკვეულ ჰორმონებს, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს კუნთების დაჭიმვას. ეს ხელს უწყობს სისხლის და ქსოვილის გამოდევნას, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები. ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებლები, როგორც წესი, გეხმარებათ, მაგრამ თუ ისინი არ გამოგადგებათ, მიმართეთ ექიმს.

Სავარჯიშოები:

მნიშვნელოვანია იყოთ აქტიური, მაგრამ თუ ძალიან მძიმედ ვარჯიშობთ და თქვენი სხეული არ არის მიჩვეული ამას, თქვენი კუნთები ამ შემთხვევაშიც შეიძლება დაიჭიმოს. ზედმეტი მუშაობა არ არის საჭირო, დაარეგულირეთ ტემპი: რეგულარულ ვარჯიშს შეუძლია თქვენი კუნთები უფრო ძლიერი და ელასტიური გახადოს, ასე რომ კრუნჩხვის არ შეგეშინდებათ. დარწმუნდით, რომ ჯერ გახურდით და გაიჭიმეთ და შემდეგ დაიწყეთ სრული დატვირთვით ვარჯიში.

როგორ ვიგრძნო თავი უკეთ?

როგორც წესი, კრუნჩხვები თავისთავად ქრება საკმაოდ სწრაფად, მაგრამ არსებობს რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ საკუთარი თავის დასახმარებლად. თუ აქტივობა, როგორიცაა სირბილი, იწვევს კრუნჩხვას, დაუყოვნებლივ შეაჩერეთ მოძრაობა. შემდეგ ნაზად დაჭიმეთ ან შეიზილეთ კუნთი, გამოიყენეთ გამათბობელი ბალიშები (მაგ. სათბური - ე.წ გრელკა) ან ცხელი აბაზანა. ურეცეპტოდ გაცემული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი, ასევე დაგეხმარებათ, თუ გაქვთ ტკივილი და შეშუპება.

როგორ ეხმარება გაჭიმვა?

კუნთები ბოჭკოების შეკვრაა, რომლებიც სწრაფად მცირდება ან დიდდება, როცა სხეულს ამოძრაობთ რაღაცის გასაკეთებლად, როგორიცაა თაროდან რაიმეს ჩამოღება და სხვ. როდესაც ამ ბოჭკოებს რეგულარულად გაჭიმავთ, ისინი უფრო ადვილად ასრულებენ თავიანთ საქმეს და ეს ნამდვილად გეხმარებათ.

რატომა მნიშვნელოვანი კვება?

ხილი და ბოსტნეული შეიცავს მინერალებს ელექტროლიტებს, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთების კარგ ფორმაში შენარჩუნებას და კრუნჩხვების თავიდან აცილებას. ფოთლოვანი მწვანილი და ბანანი საუკეთესო არჩევანია.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება