mobliurebi
mobliurebi

გაიწმინდეთ კანი და აღადგინეთ თმის სტრუქტურა და სიჯანსაღე ბრინჯის წყლის დახმარებით!

რაც მნიშვნელოვანია, ბრინჯის წყლის გამოყენების ეს მეთოდი ძალიან ბიუჯეტური და ეფექტურია!

დღეს გაგაცნობთ სილამაზის აზიურ რეცეპტს!

brinjis wyali

  • ბრინჯის წყალი კანის წმენდისათვის

ბრინჯის წყალი შეიცავს ვიტამინებს B, C, E, ასევე მინერალებს. ამცირებს ფორებს, არბილებს კანს და იცავს მზისგან.

  1. ჯადოსნური წყლის მოსამზადებლად აიღეთ ერთი ან ნახევარი ჭიქა ბრინჯი,
  2. გარეცხეთ ერჯერ,
  3. შემდეგ დაასხით ახალი წყალი ისე რომ დაიფაროს და გააჩერეთ 15 წუთი.
  4. ეს დრო საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მინერალები წყალში შევიდეს.
  5. შემდეგ გადაწურეთ წყალი სუფთა კონტეინერში.
  6. ამ წყლით ვიბანთ სახეს და ვიმასაჟებთ 1 წუთის განმავლობაში.

პირველი წასმის შემდეგ შეამჩნევთ თქვენი კანის სირბილეს და სინაზეს.

ბრინჯის წყალი შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში მაცივარში მაქსიმუმ 5 დღე.

  • ბრინჯის წყალი თმისთვის

brinjis ckali

უბრალოდ დაიბანეთ ან ჩამოიბანეთ თმა ბრინჯის წყლით. თქვენ მიიღებთ რბილ და ბზინვარე თმას.

ამის გაკეთება შეგიძლიათ სპრეის ბოთლის დახმარებითაც, უბრალოდ კარგად დაინამეთ თმა ბრინჯის წყლით და გაიჩერეთ რაც შეიძლება დიდხანს.

  • ბრინჯის წყალი წონის დაკლებისთვის
  1. წონის დაკლებისთვის ბრინჯის წყლის მოსამზადებლად, ბრინჯს მოხარშვისას დაასხით ბევრი წყალი.
  2. მიღებული ბრინჯის წყალი დალიეთ საუზმეზე, ასევე დღის განმავლობაში, როგორც სამკურნალო ტონიკი, რომელიც ზრდის ენერგიის დონეს.

აზიელები წონაში დასაკლებად ბრინჯის წყალს ასე ამზადებენ:

  1. 1 ჭიქა ბრინჯი ჩაყარეთ 4-7 ჭიქა წყალში.
  2. დატოვეთ მთელი ღამით, ან 2-4 საათის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე.

სითხე მზადაა დასალევად მთელი დღის განმავლობაში, რეკომენდებულია ცოტა მარილის დამატება.

დღეში ერთ კვებას ბრინჯის წყლით ვცვლით. ერთი კვება შეადგენს დაახლოებით 650 კალორიას, ხოლო ერთი ჭიქა ბრინჯის წყლის კალორიული შემცველობა მხოლოდ 150 კალორიაა. კალორიული შემცველობის ასეთი შემცირება ძალიან გაადვილებს კვირაში 1 კგ-მდე ჭარბი წონის დაკლებას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება