mobliurebi
mobliurebi

10 საუკეთესო ხელნაკეთი საშუალება სახის კანზე ზრუნვისთვის!

სახის კანის პროდუქტები ძალიან მოთხოვნადია მოზარდებსა და ზრდასრულ ქალებში. ზოგიერთ მათგანს შეიძლება ჰქონდეს არაერთფეროვანი კანის ტონალობა, ზოგიერთს კი კანის მუქი პიგმენტაცია, რომელიც გამოწვეულია მზის მავნე ზემოქმედებით. მზეზე ხანგრძლივმა ყოფნამ შეიძლება თქვენი კანი მუქი, მშრალი და უსიცოცხლო გახადოს. გარდა ამისა, გარკვეული ქიმიური პროდუქტების ხანგრძლივმა გამოყენებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ეს ყოველივე.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად ბაზარზე უამრავი პროდუქტია – მათი პოვნა ფაქტიურად ყველა აფთიაქსა და სალონშია შესაძლებელი. მაგრამ, როგორც ჩანს, პროდუქტების თითქმის 80% დამზადებულია ქიმიკატებისგან და შეიძლება ზიანი მიაყენოს კანს გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით, როცა საქმე სახის კანს ეხება, ბუნებრივი საშუალებების სწორი კომბინაცია და გამოყენება ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია.

აქ არის რამდენიმე სახის კანის მოვლის საშულება, რომელთა ეფექტურობაც დადასტურებულია:

3 6

1. ფორთოხლის ხმელი ქერქი და იოგურტი
შეგიძლიათ გამოაშროთ ფორთოხლის კანი სანამ არ გახდება ხრაშუნა. შემდეგ საჭიროა გამხმარი კანი დაფქვათ, სანამ ფხვნილად არ გადაიქცევა. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ამ ფხვნილის 1 სუფრის კოვზ ახალ იოგურტს, რომ მიიღოთ პასტა. შემდეგ წაისვით ეს პასტა გაწმენდილ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. გაიმეორეთ ეს კვირაში მინიმუმ სამჯერ საუკეთესო შედეგისთვის.

2. პომიდორი, იოგურტი და შვრიის ფაფა
ეს საოცარი საშუალებაა. საკმარისია ერთი სუფრის კოვზი შვრიის ფაფა აურიოთ პომიდვრის წვენს და იოგურტს. კარგად აურიეთ სანამ არ მიიღებთ სქელ კონსისტენციას. შემდეგ წაისვით სახეზე, როგორც ნიღაბი და გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. რძე, ლიმონის წვენი და თაფლი
დარწმუნდით, რომ გამოიყენეთ ახალი ლიმონის წვენი. შეურიეთ სუფრის კოვზი რძე და ლიმონის წვენი. შემდეგ დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. თაფლი მოქმედებს როგორც დამატენიანებელი ლიმონის თვისებების დასაბალანსებლად. შეურიეთ ეს ინგრედიენტები და წაისვით გაწმენდილ სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ.

4. იოგურტი
იოგურტი შეიცავს რძემჟავას, რომელსაც შეუძლია ბუნებრივად გაათეთროს კანი. უბრალოდ წაისვით სახეზე ახალი იოგურტი და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ჩვეულებისამებრ. ალტერნატიულად, შეგიძლიათ სცადოთ იოგურტის შერევა 1 სუფრის კოვზ თაფლთან ან ლიმონთან საუკეთესო შედეგისთვის.

5. ლიმონი
ლიმონზე უკეთესი ბუნებრივი საშუალება არ არსებობს! მოჭერით ლიმონის პატარა ნაჭერი და წრიული მოძრაობით წაისვით კანზე. დატოვეთ მინიმუმ 30 წუთი. შემდეგ შეგიძლიათ ჩამოიბანოთ თბილი წყლით. გააკეთეთ ეს ყოველდღიურად საუკეთესო შედეგისთვის. მაგრამ ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ლიმონს შეუძლია კანის დაზიანება. ბუნებრივი ალტერნატივისთვის, შეგიძლიათ წაისვათ თაფლი სახეზე ამ საშუალების გამოყენების შემდეგ, რათა შეინარჩუნოთ გარკვეული ტენიანობა. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საყვარელი სახის დამატენიანებელი.

6. პომიდვრის წვენი
პომიდორს შეუძლია თქვენი კანის ბუნებრივად გათეთრება და დატენიანება. ის თქვენს კანს ათეთრებს და მოჰყავს ერთ ფერში. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ნიღაბი რამდენიმე ახლად გამოწურული პომიდვრის წვენისგან და იოგურტისგან. წაისვით ნიღაბი ყოველ ორ დღეში.

7. პაპაია
მისი სიტკბო და მდიდარი გემო მხოლოდ დამატებითი ბონუსია. თქვენ არ იცით, რომ ის სინამდვილეში საუკეთესო საშუალებაა სახის კანისათვის. პაპაიას ყოველდღიურად მირთმევამ შეიძლება გააერთფეროვნოს თქვენი სახის ფერი და შემატოს ბზინვარება თქვენს კანს. მისგან ნიღბის გაკეთებაც შეგიძლიათ. დაჭყლიტეთ პაპაიას ნაჭერი და დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი, თანაბრად წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ.

8. ნუში და რძე
საკმარისია ნუში დაფქვათ მაქსიმალურად, სანამ ფქვილად არ გადაიქცევა. შემდეგ დაფქული ნუში უნდა შეურიოთ რძეს, სანამ სქელ პასტაა არ მიიღებთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს საშუალება ყოველდღიურად ნიღბის სახით.

9. კარტოფილის წვენი
ეს საშუალება არა მხოლოდ კანის გათეთრებას უწყობს ხელს, არამედ თვალის ქვეშ მუქ წრეებსა და უპეებსაც მოგაშორებთ. თქვენ უნდა გამოწუროთ წვენი კარტოფილიდან. შემდეგ წაისვათ სახეზე ბამბის საფენის გამოყენებით. გადაინაწილეთ თანაბრად და დაიტოვეთ სანამ არ გაშრება. ჩამოიბანეთ და გაიწმინდეთ სახე დასაბანი გელით. კარტოფილის წვენი ასევე ცნობილია თავისი დამატენიანებელი თვისებებით და ის ხელს შეუწყობს კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებას.

10. შვრიის ფაფა, შაქარი და ლიმონის წვენი
აიღეთ ერთი მუჭა შვრიის ფაფა და დაახლოებით სამი სუფრის კოვზი შაქარი. შეურიეთ ლიმონის წვენიც სკრაბის ტექსტურის მისაღებად. მაგრამ დარწმუნდით, რომ პასტა არ არის ძალიან გლუვი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს საშუალება შხაპის დროს სახისა და კისრის გასაწმენდად. მისი გამოყენება შეგიძლიათ არაუმეტეს კვირაში ორჯერ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება