mobliurebi
mobliurebi

ეს ნაზავი დამეხმარა მომეშორებინა სიმუქეები თვალების ქვეშ სულ რაღაც 15 წუთში! ძალიან ეფექტური საშუალება!

ის უზრუნველყოფს კანის ბზინვარებას რეგულარული ყოველკვირეული გამოყენების შემდეგ.

კანის პრობლემების სიაში თვალების ქვეშ მუქი წრეები ტოპ 5-შია და მსოფლიოში მილიონობით ადამიანი აწყდება ამ პრობლემას!

ამის ძირითადი მიზეზი არის ძილის ნაკლებობა, ზედმეტი მუშაობა, სტრესი, არასწორი კვება და გადამღლელი ცხოვრების რიტმი.

რამდენიმე თვეა მივხვდი რომ მუქი წრეების მოსაშორებლად არ არის აუცილებელი ძვირადღირებული კრემის გამოყენება. ამიტომ დავიწყე მარტივი ხელნაკეთი ნიღაბღების გამოყენება, რომელმაც მყისიერი შედეგები მომცა!

დღეს გაგიზიარებთ ერთ-ერთ იმ ნიღაბს, რომლითაც ყველაზე მეტად ვარ კმაყოფილი.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ინგრედიენტები, რომლებიც ძალიან ხელმისაწვდომია და შესაძლოა ის უკვე გაქვთ კიდევაც თქვენს სამზარეულოში.

ინგრედიენტები:

  • თაფლი - 1 ს.კ.
  • კიტრის წვენი - 1 ჩ.კ
  • ახლად გახეხილი კარტოფილი - 1 ჩ.კ

ინსტრუქციები:

  1. პატარა თასში მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი.
  2. კიტრის წვენი გამოწურეთ და 1 ჩაის კოვზი წვენი დაამატეთ თასში.
  3. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ახალი გახეხილი კარტოფილი და კარგად აურიეთ, რომ მიიღოთ სქელი პასტა.
  4. წაისვით მიღებული პასტა თვალების ქვეშ მდებარე ზონაზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.
  5. დაიბანეთ სახე გრილი წყლით და წაისვით თქვენი კანისთვის შესაფერისი დამატენიანებელი კრემის თხელი ფენა.

ეს ნიღაბი კვირაში 3-ჯერ უნდა გამოიყენოთ. მუქი წრეების გაქრობის შემდეგ, განაგრძეთ ამ ნიღბის გამოყენება ყოველ კვირას, რათა თავიდან აიცილოთ მათი თავიდან გაჩენა. ეს ნიღაბი არა მხოლოდ გააქრობს მუქ წრეებს თვალების ქვეშ, არამედ ხელს უშლის აკნეს წარმოშობას და გამწვავებასაც.

არ დაიზაროთ საკუთარ თავზე ზრუნვა, მითუმეტეს რომ ეს დიდ დროსა და დიდ ფინანსებს არ მოითხოვს. და გახსოვდეთ, სილამაზე ყველაფრის გასაღებია!

აუცილებლად დაიბანეთ სახე ყოველ დილას და საღამოს დასაბანი გელით, რათა მოიშოროთ სახის კანიდან მავნე ბაქტერიები, რომლებიც დღევანდელ სამყაროში საკმაოდ მრავლადაა და იწვევს უამრავ კანის პრობლემას.

სახის დასაბანიც აუცილებლად შეარციეთ თქვენი კანის ტიპის შესაფერისი. დაბანა დაახლოებით 2-3 წუთით უნდა გრძელდებოდეს მსუბუქი მასაჟის სახით.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება