ბრინჯის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ კანის ტექსრურა და ფერი, გახადოთ კანი გლუვი და გააქროთ ლაქები სახის კანიდან!
ეს არის ის, რასაც იაპონელი ქალები საუკუნეების განმავლობაში იყენებენ - ბრინჯის საოცარი სამკურნალო სარგებელი სახის კანისთვის! გააკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და თქვენი სახე 10 წლით გაახალგაზრდავდება! იაპონელი ქალების საიდუმლო.
ბრინჯის ზეთის, ბრინჯის ფხვნილისა და ბრინჯის წყლის წასმით შეგიძლიათ შეცვალოთ კანის ტექსტურა და ფერი, ანუ მას შეუძლია კანი გახადოს გლუვი და გააქროს მუქი ლაქები. გარდა ამისა, შეგიძლიათ გაამდიდროთ თქვენი კვების რაციონი ბრინჯით და გამოიყენოთ მისი ანტიოქსიდანტური თვისებები.
- ბრინჯი არის ლინოლეინის მჟავისა და სკალენის მდიდარი წყარო, ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას კანში.
- ეს არის ნივთიერება, რომელიც ნაოჭებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.
- გარდა ამისა, სკალენი იცავს კანს მზის მავნე ზემოქმედებისგან.
- ბრინჯში შემავალი E ვიტამინის და გამა-ორნიზოლის მაღალი რაოდენობა ასევე იცავს გულს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
წარმოგიდგენთ ბრინჯზე დაფუძნებულ რეცეპტს, რომელიც ნაოჭების მოცილებაში გეხმარებათ და კანს ბზინვარებას მატებს.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 3 სუფრის კოვზი ბრინჯი
- 1 სუფრის კოვზი რძე
- 1 სუფრის კოვზი თაფლი
ბრინჯის ადუღების შემდეგ უნდა გაწუროთ და შეინახოთ წყალი, რომელშიც ბრინჯი მოიხარშა. ბრინჯს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი გაცხელებული რძე და აურიეთ. მას შემდეგ რაც ერთმანეთში კარგად აურევთ, შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი.
წაისვით ნიღაბი სუფთა, მშრალ კანზე და დაელოდეთ გაშრობას. ამის შემდეგ, თქვენ უნდა მოიშოროთ ნიღაბი ნაზად და დაიბანოთ სახე იმ წყლით, რომელშიც ბრინჯი იყო მოხარშული.
ბრინჯის წყალს აქვს ანტიოქსიდანტური და სამკურნალო თვისებები, რომლებიც:
- ატენიანებს კანს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას,
- ხელს უწყობს ასაკთან დაკავშირებული ლაქების გაქრობას და ანთების შემცირებას.
- ბრინჯის წყლის დახმარებით თქვენ მიიღებთ ჯანსაღ, სუფთა და უფრო დატენიანებულ კანს.
- გარდა ამისა, ის გთავაზობთ ზომიერ მზისგან დაცვას.
გააკეთეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ მაინც, თუ გსურთ იგრძნოთ სარგებელი და გამოიყურებოდეთ ათი წლით ახალგაზრდულად.