mobliurebi
mobliurebi

მარტივი მეთოდი კანზე ყავისფერი ლაქების მოსაშორებლად - თქვენ გჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი!

ყავისფერი ლაქები კანზე, ასევე ცნობილი როგორც ასაკობრივი ლაქები, საერთო პრობლემაა მილიონობით ადამიანისთვის და შეიძლება მართლაც იმოქმედოს ადამიანის თვითშეფასებაზე და აგრძნობინოს თავი მას დაბერებულად და ულამაზოდ.

1497552965 1

ეს ლაქები ხშირად დაბერების პროცესის შედეგია, მაგრამ ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს მზის გადაჭარბებული ზემოქმედებით. ყავისფერი ლაქები ჩნდება მკლავებზე, მხრებზე და სახეზე. ისინი ასევე შეიძლება გაიზარდოს დროთა განმავლობაში.

ზოგს ჰგონია, რომ კანზე ყავისფერი ლაქების მოცილება შეუძლებელია, მაგრამ თქვენთვის საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს მარტივი ბუნებრივი საშუალება მათი ერთხელ და სამუდამოდ მოსაშორებლად!

მათი კანიდან მოსაშორებლად, ჯერ უნდა იპოვოთ მათი გამომწვევი მიზეზი. მზე არის მთავარი ფაქტორი. რაც უფრო მეტს ირუჯებით, მით მეტ მელანინს გამოიმუშავებს ორგანიზმი, და თქვენი კანი მუქდება და მუქდება. რუჯი შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ გაქრეს, მაგრამ მელანინის ჭარბი გამომუშავება იწვევს კანზე ყავისფერ ლაქებს, რომელთა მოშორება არც ისე ადვილია!

მოიშორეთ ყავიფერი ლაქები!

საბედნიეროდ, არსებობს მარტივი მეთოდი კანზე ყავისფერი ლაქების მოსაშორებლად. დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი - ვაშლის ძმარი და ხახვის წვენი. ორივე ინგრედიენტი ძალიან სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისა და კანისთვის.

onion juice 638x425 1 e1657199758746

ხახვის წვენი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალი რადიკალების დაზიანებას.

ვაშლის ძმარი შეიცავს ალფა ჰიდროქსი მჟავებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც ბუნებრივი სკრაბები და შეუძლიათ თქვენი კანის ფენა-ფენა აქერცვლას.

ორივეს კომბინაცია შესანიშნავია თქვენი კანისთვის და ასევე დაგეხმარებათ ყავისფერი ლაქების მოშორებაში.

როგორ მოვამზადოთ?

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ ხახვის წვენი
  • 2 ს.კ ძმარი

მომზადება:

  1. ხახვი დააქუცმაცეთ ბლენდერში,
  2. გამოწურეთ მისგან წვენი,
  3. დაამატეთ ვაშლის ძმარი.
  4. შემდეგ, დაასველეთ ბამბის ტამპონი ნარევში და წაისვით ლაქებზე ყოველდღე 2-4 კვირის განმავლობაში საუკეთესო შედეგისთვის.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებამდე უნდა გასინჯოთ ალერგიული რეაქციები!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება