მეხსიერების გაუმჯობესების საიდუმლო, ძვლების რეგენერაცია და მხედველობის აღდგენა!
ამ სასმელის გამოყენებისას ტვინის ფუნქციები გაუმჯობესებულია, უმჯობესდება მეხსიერება, მხედველობა და სმენა.
მთავარი ინგრედიენტი არის ახალი ხახვი, რომელიც მდიდარია:
- C ვიტამინით,
- კალიუმით,
- ვიტამინებით B1, B2, B6,
- რკინით,
- მაგნიუმით,
- ფოსფორით.
ხახვი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს დაღლილობას და ამავდროულად ასტიმულირებს კუჭში სასარგებლო ბაქტერიების განვითარებას.
სიროფი მეხსიერების, მხედველობის, სმენის და ცხიმების წვის გასაუმჯობესებლად - დამზადების პროცესი საკმაოდ მარტივია.
ინგრედიენტები:
- 125 გრ. ხახვი
- 4 ლიმონი
- 3 სუფრის კოვზი თაფლი
- 2 სუფრის კოვზი დარიჩინი
- 1 პატარა ნაჭერი ჯანჯაფილი.
მომზადება:
- დააბლენდერეთ ხახვი და ჯანჯაფილი.
- შემდეგ გამოწურეთ ლიმონის წვენი და გადაიტანეთ ბლენდერში.
- ურიეთ დაახლოებით 2-3 წუთით. დაუმატეთ 2 ს.კ დარიჩინი და 3 ს.კ თაფლი.
- ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ მანამ, სანამ სიროფს არ მიიღებთ.
- სიროფი გადაიტანეთ მინის ჭურჭელში.
გამოყენების წესი:
მიიღეთ 1ს.კ დღეში ორჯერ ჭამის წინ. გააგრძელეთ ეს 3 კვირის განმავლობაში. შემდეგ რამდენიმე დღით უნდა შეისვენოთ.
რჩევების, რომლებიც დაგეხმარებათ მეხსიერების და ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებაში:
- როზმარინი: ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალება მეხსიერებისა და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად. მისი კომპონენტები და სურნელი აუმჯობესებენ ტვინის მუშაობას.
- ჭარხალი: ბუნებრივი ნიტრატებით სავსე ბოსტნეული, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტვინსა და სხეულში.
- კვერცხი: მეხსიერების გასაუმჯობესებლად საუზმის დროს მიირთვით კვერცხი. კვერცხის გული სასარგებლოა ტვინის ფუნქციონირებისთვის.
- თევზი: სარდინი, ორაგული, ვირთევზა სავსეა ომეგა-3 ცხიმებით რაც კარგია ტვინის სწორი ფუნქციონირებისთვის.
- ავოკადო: ტვინში სისხლის ნაკადის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
- მოცვი: ეს ხილი სავსეა ანტიოქსიდანტებით, რომლებიც იცავს თავის ტვინს ოქსიდაციური დაზიანებისგან.
- ხახვი: დაამატეთ უმი ხახვი თქვენს კვებაში მეხსიერების გასაუმჯობესებლად.
- პომიდორი: ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია. მასში შემავალი ლიკოპენი იცავს ტვინის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან და სასწაულებს ახდენს საერთო ჯანმრთელობისთვის.
- მწვანე ჩაი: მას შეუძლია გააძლიეროს თქვენი მეხსიერება და ტვინის შესაძლებლობები. დალიეთ 2-3 ჭიქა ახალი მწვანე ჩაი. ამ ბალახს შეუძლია გაზარდოს კონცენტრაციის დონე და კოგნიტური ფუნქციები.
- შავი შოკოლადი: მისი წვლილი ძლიერი ანტიოქსიდანტებითა და კოფეინის შემცველობით ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას და ასევე კონცენტრაციის დონის ამაღლებას.
- კურკუმა: მასში შემავალ კურკუმინს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი მეხსიერება.
- ვაშლი: ასევე დაგეხმარებათ მეხსიერების გაუმჯობესებაში.