mobliurebi
mobliurebi

ართრიტი და სახსრების ტკივილი გაწუხებთ? ვაშლის ძმარზე დაფუძნებული ეს რეცეპტი სასწაულებს ახდენს!

სახსრების ტკივილი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. უფრო მეტიც, ზოგიერთ ადამიანს აწუხებს სახსრების ქრონიკული ტკივილი, ან თუნდაც განიცდის ართრიტის სიმპტომებს, რაც გაცილებით რთული და მტკივნეულია. ართრიტი რეალურად არის სახსრის ანთება, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს კისრიდან ფეხებამდე სხეულის სხვადასხვა უბნებზე.

ართრიტით დაავადებულებმა იციან, რომ ჩვეულებრივი მედიცინა ხშირად ვერ ათავისუფლებს მათ ტკივილისგან. ამიტომ ისინი მიმართავენ ამ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს.

უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა იფიქროთ ცხოვრების წესის შეცვლაზე და კვების მოწესრიგებაზე.

დღეს ჩვენ გასწავლით სახსრების ტკივილის ხალხური მეთოდებით მკურნალობის ყველაზე ეფექტურ ხერხებს. ამ რეცეპტების მთავარი ინგრედიენტი არის ვაშლის ძმარი.

  • უპირველეს ყოვლისა, დამწყებთათვის შეგიძლიათ უბრალოდ გააკეთოთ ვაშლის ძმრის კომპრესები სახსრებისთვის. ეს მარტივი მეთოდი ძალზე ეფექტურია ტკივილის შესამსუბუქებლად.

4 53
 

  • ვაშლის ძმარი ასევე შეგიძლიათ შეუთავსოთ ქოქოსის ან ზეითუნის ზეთს. ეს ნარევი მზადდება 2:1 თანაფარდობით და გამოიყენება მტკივნეულ სახსრებზე. შემდეგ გააჩერეთ ცოტა ხანი მოქმედებისთვის და ტკივილის შესამსუბუქებლად. ამ მკურნალობის მეთოდის რეგულარული გამოყენება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ტკივილს.
  • გარდა ამისა, ძმარი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ართრიტის პროფილაქტიკისთვის. საკმარისია 1-3 სუფრის კოვზი შეურიოთ 250 მლ წყალს ან რომელიმე ხილის წვენს. ეს წყალი/წვენი ვაშლის ძმართან ერთად ასევე შეიძლება პირდაპირ მტკივნეულ, ანთებულ სახსრებზე წაისვათ დისკომფორტისა და გაუსაძლისი ტკივილის შესამსუბუქებლად.
  • საუკეთესო შედეგისთვის, შეგიძლიათ დალიოთ ძმარი ალუბლის წვენთან შერევით. მიიღეთ ეს ნარევი ყოველი ჭამის წინ, დღეში სამჯერ.

სახსრების ტკივილზე მისი ფანტასტიკური ეფექტის გარდა, ვაშლის ძმარი ასევე იძლევა ბევრ სხვა სარგებელს. ასევე, ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესს.

ვაშლის ძმრის სხვა სასარგებლო თვისებები:

  • აძლიერებს იმუნიტეტს.
  • კურნავს ხველას.
  • აცხრობს ყელის ტკივილს.
  • ამცირებს სისხლში უარყოფითი ქოლესტერინის დონეს.
  • ებრძვის ათეროსკლეროზსს.
  • აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას.
  • ეხმარება ორგანიზმს ჭარბი წონის მოცილებაში.
  • ნორმაში მოჰყავს ნაწლავური მიკროფლორა.
  • აუმჯობესებს მონელების სისტემას.
  • აღადგენს ნივთიერებათა ცვლას.
  • ასუფთავებს ორგანიზმსს ტოქსინებისგან.
  • კარგია ჰიპერტონიის პროფილაქტიკისთვის.
  • ხსნის ტკბილ საკვებზე დამოკიდებულებას.
  • ეხმარება ორგანიზმს ახალგარდობის გახანგრძლივებაში.
  • კარგია ვარიკოზის სამკურნალოდ.
  • აშორებს ფეხის ოფლიანობას.
  • ახორცებს ჭრილობებს და მწერების ნაკბენს.
  • აუმჯობესებს კანის და თმის მდგომარეობას.
  • კურნავს კანის დაავადებებს.
  • ათეთერებს კანს.
  • თმებს აძლევს ბზინვარებას.
Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება