mobliurebi
mobliurebi

რატომ ჩნდება პიგმენტური ლაქები? გაიგეთ რას გთავაზობთ ხახლური მედიცინა მათ მოსაშორებლად.

პიგმენტური ლაქა კანის ჰიპერპიგმენტაციის შედეგია. ის დამოკიდებულია მელანინის გამომუშავებაზე. ძირითადად შესამჩნევი ხდება ზაფხულზე, ზამთარში შედარებით ღია ფერისაა და ნაკლებად შესამჩნევია.

პიგმენტური ლაქები ძირითადად ასაკის მატებასთან ერთად ცნდება, მისი ფორმა და ზომა სხვადასახვანაირია.ფერი კი ყავისფერი ან მოყვითალო აქვს.

პიგმენტაციის ფერი დამოკიდებულია სამი ნივთიერების თანაფარდობაზე, როგორიცაა: მელანინი, კაროტინი და ჰემოგლობინი.

პიგმენტური ლაქების ძირითადი გავრცელების არეალია:

  • სახე
  • კისერი
  • ხელები
  • დეკოლტე

რატომ ჩნდება პირგემტური ლაქები?

მიზეზი სხვაადსხვა შეიძლება იყო. ის დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე:

  • ხშირი გარუჯვა / მზის ინტენსიური სხივების ზემოქმედება
  • კანის ტრამვული დაზიანება
  • არასწორი დეპილაცია (კანის მექანიკური დაზიანება)
  • უხარისხო/არასწორად შერჩეული თავის მოვლის საშუალებები
  • მედიკამენტების მიღება (მათ შორის კონტრაცეპტივის)
  • ორსულობა
  • ჰორმონების ცვალებადობა
  • გენეტიკური განწყობა
  • შინაგანი ორგანოების პათოლოგიები, როგორებიცაა: კანის სოკივანი პათოლოგიები, ღვიძლის დაავადბა, თირკმლის პრობლემები.

მკურნალობა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  • კოსმეტიკური მკურნალობა
  • მედიკამენტური მკურნალობა
  • ლაქების ლაზერული მეთოდით მოცილება
  • მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დაცვა

თუმცა ამ პრობლემას ხალხური მეიცინაც წარმატებით უმკლავდება!

პიგმენტაციის სრულად მოშორება ძალიან რთულია, თუმცა ხალხურ მედიცინაში არსებობს უამრავი პროდუქტი, რომელიც კანის გათეთრებასა და გაერთფეროვნებას უწყობს ხელს.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცედურების ჩატარება სისტემატიურად მოგიწევთ ხოლმე.

ოხრახუშის რეცეპტი:

ოხრახუშით ნიღბის მომზადება ყველაზე გავრცელებული და ეფექტური საშუალებაა. მისი დახმარებით შეგიძლიათ მოიშოროთ ლაქები ცხვირის, შუბლის და თავალების ირგვლივ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ოხრახუშის ნებისმიერი ნაწილი (ღერო,ფოთოლი, ფესვი). ის უნდა აქციოთ ფაფისებრ მასად და სახის პრობლემურ ადგილზე უნდა გაიჩეროთ დაახოლობით30-40 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის დასრულებისას სასურველია სახე დაიტენიანოთ თქვენი დამატენიანებლით.

თაფლისა და ოხრახუშის რეცეპტი:

ამ ორი პროდუქტის შერევით ძალიან ეფექტური საშუალება მიიღება, რომელიც ებრძვის ასაკობრივ ლაქებსა და წორფლებს. რეცეპტი წინა რეცეპტის მსგავსია, მხოლოდ ამატებთ ერთ კოვზ თაფლს. ეს ნიღაბი შავი წერტილებისთვისაც გამოგადგებათ. კარგი იქნება მას ასევე თუ გამოიყენებთ მხრებსა და ხელებზე.

ლიმონით დამზადებული საშუალებები:

შეურიეთ ლიმონის წვენი და არაჟანი ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

ან შეგიძლიათ ლიმონის წვენი გააზავოთ წყალში 3:1 თანაფარდობით და ბამბის დისკით გაიწმინდოთ სახე დღეში 3-ჯერ.

კარტოფილის სახამებელი და ლიმონი:

კარტოფილის სახამებელი და ახლად გამოწურული ლიმონის წვენი სეურიეტ ერთმანეთს და წაისვით სახეზე დაზინებამდე 30 წთ-ით ადრე, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

რ ჩ ე ვ ა :

  • თავი დაიცავით მზის სხივებისგან მაღალი SPF შემცველი კოსმეტიკური საშუალებებით
  • მოუარეთ კანს სწორად და მუდმივად
  • გამოიკვლიეთ თანმდევი დაავადებები
  • აირჩიეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი
  • მიიღეთ თქვენი ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის წყალი და ჯანსაღი საკვები.
Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება