ბებიის გაკეთებულმა ნივრიანმა წყალმა მრავალი ჯანმრთელობის პრობლემა მომიგვარა.
ნიორი გამოირჩევა უამრავი სასარგებლო თვისესბებით და ეს ყველამ კარგად ვიცით. მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ მაშინ, როცა გვიწევს გაციებასთან ბრძოლა ან/და გვსურს იმუნიტეტის გაძლიერება. მაგრამ ვიცით კი მისი სხვა სასარგებლო თვისებების შესახებ?
ნივრიანი წყალი
მე გასწავლით როგორ უნდა დაამზადოთ ნივრიანი წყალი ინგრედიენტების სწორი თანაფარდობით და ასევე რომელ დაავადებასთან არის საჭირო მისი მიღება და რომელთან არა.
ინგრედიენტები:
- 2-3 კბილი ნიორი
- 1 ჭიქა თბილი წყალი
- 3-4 წვეთი ზეითუნის ზეთი
- 3 ნაჭერი ახალი ლიმონი
მომზადება:
- დაჭერით გასუფთავებული ნიორი წვრილად.
- დაჭრილ ნიორს დაუმატეთ რამდენიმე ნაჭერი ლიმონი და 3-4 წვეთი ზეითუნის ზეთი.
- გააჩერეთ 15 წუთი.
- გადაწურეთ და მაშინვე დალიეთ.
ნიორის აქვს ანტიმიკრობული თვისება, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს:
- კუჭს
- სისხლძარღვებს
- აქრობს პარაზიტებს
ლიმონი კი:
- კარგად შლის შლაკებს
- ორგანიზმს ვიტამინებით კვებავს
- წვავს ცხიმებს
- სახის ფერს აუმჯობესებს
- შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს
- აძლიერებს გულის მუშაობას
- დიდი სარგებლობა აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე
- ღვიძლის მუშაობას აუმჯობესებს
- ნაღველს ათხელებს
- ფერმენტის გამოყოფას უწყობს ხელს
თუ ნივრიან წყალს რეგულარულად მიირთმევთ, ინსულტისა და გულის შეტევის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება. ასევე ხელს უშლის თრომბის გაჩენას, რადგან ის სისხლს ათხელებს. ნიორს ნორმაში მოყავს ქოლესტერინის დონე და სისხლის წნევასაც ამცირებს.
ნივრიანი წყალი თირკმელებს და ღვიძლს აჯანსაღბს და სახსრების ტკივილსაც ამცირებს.
ნივრიანი წყლის ყოველდღე დალევა როკომენდირებულია, რადგან საკმაოდ კარგად მოქმედებს ორგანიზმზე. კვირაში ორჯერ 1 ჭიქა ხსნარის მიღება სრულიად საკმარისია, იმისთვის რომ იგრძნოთ მისი მოქმედება.
თუ ნივრიან წყალს საუზმემდე ნახევარი საათით ადრე დალევთ, უკეთესი შედეგი გექნებათ. თუ გაქვთ წნევასთან დაკავსირებული პრობლემები, ეს ხსნარი მიიღეთ ექიმის რეკომენდაციით, ის სისხლს ათხელებს და წნევასაც ამცირებს, ამიტომ უმჯობესია თვიტნებურად არ მიირთვათ.
ნივრიანი წყალი დიეტისთვისაც ეფექტური საშუალებაა, ის წვავს მუცლის ცხიმებს, ამცირებს მადას და ასტიმულირებს მეტაბოლიზმს.