mobliurebi
mobliurebi
რა იწვევს C ვიტამინის მოთხოვნილების ზრდას? C ვიტამინის მოქმედება და დადებითი თვისებები

 

ასკორბინის მჟავა ანუ C ვიტამინი მიეკუთვნება წყალში ხსნად ვიტამინს. ის არის ძირითადად ხილის, ბოსტნეულის და კენკრის შემადგენლობაში.

ადამიანის ორგანიზმმა დროთა განმავლობაში დაკარგა C ვიტამინის სინთეზის უნარი, ამიტომ ის უნდა მიიღოს პროდუქტებიდან, ან სპეციალური საკვებდანამატების სახით.

რა იწვევს C ვიტამინის მოთხოვნილების ზრდას?
  1. ფიზიკური დატვირთვა.
  2. არასასურველი კლიმატური პირობები.
  3. ორსულობა და ძუძუთი კვება.
  4. სხვადასხვა ინფექციური დაავადება.
  5. გაცივება.
C ვიტამინის მოქმედება და დადებითი თვისებები: 

C ვიტამინის მოქმედება ორგანიზმზე მეტად მრავალფეროვანი და მრავალმხრივია. ის აუცილებელია კოლაგენის და შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნისათვის. ის ამაგრებს სისხლძარღვების კედელს, ძვლოვან ქსოვილს, კანს, მყესებს და კბილებს.

ც ვიტამინი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში. მისი უმთავრესი ფუნქციაა ანტიოქსიდანტური მოქმედება. ვიტამინი ამცირებს ორგანიზმში ტოქსინების მოქმედებას, თავისუფალი რადიკალების მიერ გამოყოფილი აგრესიული ელემენტების ზემოქმედებას, რომლებიც წარმოიქმნება სხვადასხვა დაავადებების, დიდი ფიზიკური დატვირთვის და გარემოს უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედების დროს.

ასკორბინის მჟავის დახმარებით ორგანიზმი ადვილად უმკლავდება ბევრ ტოქსინს და შხამს. როდესაც ტოქსინები შედიან ც ვიტამინთან კავშირში ნეიტრალდებიან და შარდთან ერთად გამოიყოფიან ორგანიზმიდან.

ეს ვიტამინი ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს: ინფექციების, გადახურების, გადაცივების, ჟანგბადის ნაკლებობის, სტრესისა და ალერგენების მიმართ.

C ვიტამინი იცავს ორგანიზმისათვის საჭირო ცხიმების და ცხიმშიხსნად ვიტამინებს (A და E). აჩქარებს ჭრილობების და დამწვრობების შეხორცებას.

ასკორბინის მჟავა ამაღლებს სისხლძარღვის კედლის ელასტიურობას და მდგრადობას. ასტიმულირებს ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას, აუმჯობესებს ღვიძლის მდგომარეობას, ამცირებს ქოლესტერინის გამომუშავებას ღვიძლში, სისხლძარღვის კედელს და ღვიძლს იცავს ქოლესტერინის დაგროვებისგან.

ასევე ვიტამინი C საკვებიდან ითვისებს რკინას, რაც აუცილებელია ნორმალური სისხლის წარმოქმნისათვის.

C ვიტამინის უკმარისობის ნიშნები: 
  1. ადვილად ვითარდება სხეულზე სილურჯეები.
  2. სისხლდენა ღრძილებიდან.
  3. ნელა ხდება ჭრილობების შეხორცება.
  4. დაქვეითებული იმუნიტეტი.
  5. სახის შეშუპება.
  6. იკარგება კბილების შეგრძნება.
  7. აღინიშნება ტკივილი და სისუსტე სახსრებში.
  8. თმის ცვენა.
  9. სისხლდენა ცხვირიდან.

რომელი პროდუქტები შეიცავს C ვიტამინს?

ასკორბინის მჟავას დიდი ნაწილი მცენარეულ პროდუქტებშია - ციტრუსები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ნესვი, ბროკილის, ბრიუსელისა და თავხვია კომბოსტო, შავი მოცხარი, ბულგარული წიწაკა, მარწყვი, პომიდორი, ვაშლი, გარგარი, ატამი, ხურმა, ქაცვი, ასკილი, კარტოფილი .

ხოლო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში (ღვიძლი, თირკმელა) უმნიშვნელო რაოდენობით არის.

C ვიტამინით მდიდარი ბალახია: იონჯა, ოროვანდი, კორდისკბილა, დიდი კამა, სვია, შვიტა, პიტნა, ჭინჭარი, ქერი, წითელი წიწაკა, ოხრახუში, ნაძვის წიწვები, ფარსმანდუკი, მრავალძარღვა, ჟოლოს ფოთოლი, ასკილის ნაყოფი, იის ფურცელი, მჟაუნა.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება