mobliurebi
mobliurebi

მას შემდეგ, რაც ეს რეცეპტი ვიპოვე, გულის დაავადებების აღარ მეშინია. ამაში ქიშმიში და ლიმონი მეხმარება

vau.ge 3 9

გულის კუნთის დაზიანება შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის თითქმის ყველა დაავადებამ გამოიწვიოს. გულის კუნთში პათოლოგიური ცვლილებები აღმოცენდება გულის მანკის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების დროს.

მიოკარდიუმის ინფარქტის - გულის იშემიური დაავადების მწვავე ფორმის - დროს ვითარდება გულის კუნთის ნეკროზი. ჩამოთვლილ შემთხვევებში გულის კუნთის დაზიანება მეორეულია;

გულის მანკის შემთხვევაში ეს არის წნევით ან სისხლის ჭარბი მოცულობით გულის გადატვირთვის, არტერიული ჰიპერტენზიის დროს - წნევით, ხოლო გულის იშემიური დაავადების დროს - გვირგვინოვანი სისხლძარღვებით გულის სისხლით მომარაგების დაქვეითების შედეგი.
რას გვანიშნებს გული? 
გულის უკმარისობა ორი სახისაა: ქრონიკული, როდესაც დაავადების ნიშნები თანდათანობით იჩენს თავს და მწვავე, როდესაც უკმარისობა ერთბაშად ყალიბდება.
გულის ქრონიკული უკმარისობის ნიშნებია:
ქოშინი ანუ დისპნოე, რომელიც ფიზიკური დატვირთვის დროს იჩენს თავს, ხოლო თუ უკმარისობა ძლიერია, მოსვენების დროსაც ვითარდება;
მოთენთილობა და სისუსტე, იოლად დაღლა – თუ ადრე ვარჯიში სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანს, ახლა მხოლოდ დისკომფორტს იწვევს;
ქვედა კიდურების შეშუპება, უპირატესად – ტერფისა და მუხლისა. სითხე მუცლის ღრუშიც შეიძლება დაგროვდეს, თუმცა ასეთი რამ მხოლოდ მძიმე, ხანგრძლივად მიმდინარე უკმარისობის დროს ხდება;
სწრაფი, არარეგულარული გულისცემა;

დღეს გასწავლით  სამკურნალო ნაყენის  რეცეპტს, რომლის დახმარებითაც გაიძლიერებთ გულს.

სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი ყველა პროდუქტი ბუნებრივია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ქიშმიში 2 ს. კ.
  • ლიმონის ქერქი 2 ს. კ.
  • ადუღებული წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ქიშმიში გარეცხეთ, ლიმონის ქერქი წვრილად დაჭერით. გამზადებულ პროდუქტებს დაასხით ადუღებული წყალი. ნაყენს თავზე დაახურეთ და თქვენთვის სასურველ ტემპერატურაზე მიირთვით.

დღეში 3-ჯერ მიიღეთ სამკურნალო ნაყენის 1/3 ჭამამდე 30 წუთით ადრე.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება