თუ გსურთ, გქონდეთ ლამაზი და ახალგაზრდა კანი, სწორად გამოიყენეთ E ვიტამინი, რათა მთლიანად შეითვისოს კანმა მისი უპირატესობები.
E ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ კანის მოვლისთვის გამოიყენოთ.
ყველასთვის სანატრელი პროცესია დაბერების შეჩერება. უამრავი მცდელობაა მოხდეს დაბერების პროცესის შენელება. ხალხურ მედიცინაში ბევრი რეცეფტია, საკმაოდ ეფექტური და ბიუჯეტური.
ამჯერად გესაუბრებით E ვიტამინით დამზადებულ ნიღბებზე, რომლებიც მოკლე ვადაში აჯანსაღებს კანს, აპრიალებს და ასწორებს ნაოჭებს.
E ვიტამინი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომელთაც შეუძლიათ თავისუფალი რადიკალების განადგურება – სწორედ მათი დონი მოჭარბება იწვევს ნაოჭებისა და კიბოს უჯრედების წარმოქმნას.
E ვიტამინი დამატენიანებელი ეფექტის წყალობით ხსნის ფორებს და კანს აძლევს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვის საშუალებას.
გაგაცნობთ E ვიტამინის ბაზაზე მომზადებულ რეცეპტებს, რომლის წყალობით კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნებთ ახალგაზრდობას და სილამაზეს.
რეკომენდებულია გამოიყენოთ E ვიტამინი კაფსულებში. უბრალოდ გამოწურეთ კაფსულიდან საოცარი სითხე და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელზე, დეკოლტეზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ნაოჭებით, ლაქებითა და გამონაყარით დატვირთულ ადგილებს. ზეთი სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამით.
E ვიტამინი ალოეთი
ცნობილია, რომ ალოე ვერას გელი გაჯერებულია თვისებებით, რომლებიც აღადგენს კანის უჯრედებს, ხოლო E ვიტამინთან კომბინაცისას კი გასაოცარ შედეგს იძლევა.
საჭირო ინგრედიენტები:
- ალოეს გელი 1 ჩ. კ.
- E ვიტამინი 2 კაფსულა
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ნაზავი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით ქოქოსის ან ნუშის ზეთი. პროცედურა გაიკეთეთ ძილის წინ.
მაწონი, ლიმონის წვენი, თაფლი და E ვიტამინი
საჭირო ინგრედიენტები:
- E ვიტამინი 3 კაფსულა
- მაწონი 1 ს. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
- ლიმონის წვენი რამდენიმე წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე. 20 წუთის შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით და წაისვით ნუშის ზეთი ან მკვებავი მალამო.
სცადეთ ამ ნიღბების მომზადება. გაიჯანსაღეთ კანი, გალამაზდით და გაუზიარეთ საუკეთესო რეცეფტები თქვენს ახლობლებს.