Ხახვის ჩაი - ახდენს ნაწლავების სწორ ფუნქციონირებას
რას შეიცავს ხახვი?
ხახვის ანტიბაქტერიულ (დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების საწინააღმდეგო) მოქმედებას ფიტონციდების შემცველობა განაპირობებს. ამ მცენარეში უხვად არის აზოტოვანი ნაერთები, შაქრები, მათ შორის - გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა, ასევე - კალციუმის, რკინის, ფოსფორისა და სპილენძის მარილები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.
ხახვი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ (გამომყოფ) ფუნქციას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას. მასში შემავალი კალციუმის ნაერთები ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებას. ხახვისგან არაერთი სამკურნალო საშუალებაა მიღებული.
მაგალითად, პრეპარატი ალილჩეპი, ხახვის სპირტიანი გამონაწვლილი, გამოიყენება ნაწლავთა ატონიის, ფაღარათის, ათეროსკლეროზის დროს.
არსებობს რეცეპტი სახელწოდებით "ხახვის ჩაი". ხახვი ხომ უამრავ საკვებ ნივთიერებას შეიცავს, რაც ჩვენს სხეულს სჭირდება, მაგრამ მისი სპეცფიური სუნისა და გემოს გამო იშვიათად მივირთმევთ.
რეცეფტის მოსამზადევლად Რა გვჭირდება:
-1 ხახვი
-200 გრ ადუღებული ჩვეულებრივი შავი ჩაი
ჩაის გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი დანამატი, როგორიცაა ნატურალური თაფლი და ასევე პიტნა.
როგორ მოვამზადოთ:
გარეცხილი ხახვი დაჭერით ჯვარედინად რომ არ დაიშალოს. მოათავსეთ ხახვი 1 ჭიქა ცხელ ჩაიში და გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში.
დალიეთ სასმელი, როდესაც ნაწლავებში დისკომფორტის შეგრძნება გექნებათ.
ეს მეთოდი ხელს შეუწყობს მუცლის ტკივილის მოშორებას, ნაწლავების მუშაობის დარღვევის აღდგენას და შესაძლებელი გახდება კუჭის მოქმედების ნორმალიზება.
ასეთი სასმელი სასარგებლო იქნება, როგორც ბრონქიტის პროფილაქტიკური საშუალება.
ხახვი ხელს შეუწყობს ხველის შერბილებას და ხელს შეუწყობს ფლეგმის გადინებას.
თუ ამ ჩაის ღამით დალევთ, თქვენი ნერვული სისტემა დამშვიდდება და მშვენივრად დაისვენებთ, უძილობას დაგავიწყებთ.
სასურველია დალიოთ ხახვის ჩაი ერთ ჯერზე ძილის წინ 6-7 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც უნდა შეისვენოთ მინიმუმ 2 კვირა.
საინტერესო ფაქტი: ჩაის ჭიქაში ხახვი ყოველთვის თავდაყირა დგება.
გახანგრძლივებული ხველისა და, საზოგადოდ, ბრონქიტის დროს მეტად ეფექტურია რძეში მოხარშული ხახვი:
1-2 საშუალო ზომის თავი გაფცქვენით, ჩაუშვით რძეში, შემოდგით ნელ ცეცხლზე და 3-4 წუთს, ხახვის დარბილებამდე ადუღეთ. შემდეგ ამოიღეთ, შეგრილებისთანავე დაჭერით და მიირთვით.
არსებობს მომზადების სხვა წესიც:
აიღეთ იმავე ოდენობის ხახვი, წვრილად დაჭერით და რძეში მოხარშეთ. ნახარში 4 საათით გააჩერეთ, მერე კი დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი 2-3 საათში ერთხელ.