mobliurebi
mobliurebi

ხახვი თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის სახლის ექიმი. რატომ? ამის დასამტკიცებლად გაეცანით სტატიას.iFnSeBNqoVcხველა
* შეურიეთ თანაბარ ნაწილად გახეხილი ხახვი, ვაშლი, დაამატეთ თაფლი. მიიღეთ სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
* მოხარშეთ ხახვის ქერქი (10 ხახვიდან) 1 ლიტრ წყალში. ააორთქლეთ სითხე მისი მოცულობის ნახევრამდე. მიიღეთ 2/3 ჭიქა დღეში 3 ჯერ თაფლის დამატებით.

ანთებითი და ჩირქოვანი კანის დაავადებები.
* გახეხეთ ხახვი და სარეცხი საპონი თანაბარი პროპორციით, გაადნეთ, კარგად აურიეთ. თუ აბსცესი ღრმაა, ჯერ მალამო დაადეთ, შემდეგ კი  უმი კარტოფილი.

ალერგია.
* ალერგიით დაავადებულებს სჭირდებათ რაც შეიძლება მეტი ხახვის ჭამა, ვინაიდან ხახვში შემავალი ნივთიერებები ბლოკავს ჰისტალინს, ჰორმონს, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციებში გართულებებს.
* ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ასეთი კომპოზიცია. გახეხეთ ხახვი და გამოწურეთ წვენი. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ბუნებრივი თაფლი და 4-5 წვეთი ლიმონის წვენი. მიიღეთ სადილის გასვლიდან 2 საათში.

ფსიქიური დაღლილობით და სერიოზული დაავადების შემდეგ.
*  წვრილად გახეხეთ ხახვი, წითელი ჭარხალი, სტაფილო და ერთი ლიმონი კანით 1/1 თანაფარდობით. დაამატეთ იგივე რაოდენობის მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი და თაფლი. კარგად მოურიეთ და შედგით მაცივარში. მოიხმარეთ 2 ს.კ. კოვზი 1 ჯერ დილით უზმოზე.

ქერტლი.
* მუჭა ხახვის კანი მოათავსეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში. ჩამოიბანეთ თავი ამ წყლით.

პიელონეფრიტი.
* 1 სუფრის კოვზი ხახვის კანი მოათავსეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში. ადუღეთ 5 წუთი. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.

სიმსუქნე.
* მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხახვი - ნორმალიზდება მეტაბოლიზმი.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება