mobliurebi
mobliurebi

ყველაზე სასარგებლო და ეფექტური რჩევები ჯიბლიბოს წინააღმდეგ. ყურადსაღებია

ჯიბლიბო თმის ფოლიკულის ან წამწამის ძირში განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთებაა, რომელსაც თან სდევს ქავილი და ტკივილი. როგორც წესი, ჯიბლიბოს სტაფილოკოკები, ან სხვა ბაქტერია იწვევს.

ჯიბლიბო (კონიუნქტივიტი) განსაკუთრებით ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში, რადგან მათი თვალები ძალიან მგრძნობიარეა. ისინი თვალების მიდამოებში ხშირად ეხებიან ხელებით, სადაც ხშირ შემთხვევაში მიკრობებია განლაგებული. არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც უჩნდებათ კონიუნქტივიტი, რომელიც სხვადასხვა სიმპტომების საშუალებით ვლინდება და შეიძლება სხვადასხვა მიზეზით გამოირჩეოდეს.

გაიწმინდეთ ჯიბლიბო
დაიბანეთ ხელები, აიღეთ ბამბის ტამპონი, დაასველეთ სუფთა წყალში და დაიდეთ ჯიბლიბოზე. ნაზი წრიული მოძრაობით ფრთხილად გაიწმინდეთ მტკივანი ადგილი.

e183a7e18395e18394e1839ae18390e18396e18394 e183a1e18390e183a1e18390e183a0e18392e18394e18391e1839ae1839d e18393e18390 e18394e183a4 5ec824e9abc38
ჰიგიენა
ჯიბლიბოს ყველაზე კარგი პრევენცია, პირადი ჰიგიენის დაცვაა. არ შეეხოთ თვალებს ჭუჭყიანი ხელებით და სახისთვის ცალკე პირსახოცი გამოიყენეთ. კოსმეტიკური საშუალებები არავის ათხოვოთ, ასე შეიძლება ინფექცია გადაგედოთ.

თბილი კომპრესი
სუფთა ქსოვილი თბილ წყალში დაასველეთ და თვალზე 5–10 წუთის განმავლობაში დაიდეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3–4ჯერ.

ასევე შეგიძლიათ გვირილის ჩაის თბილი პაკეტები გამოიყენოთ. ხშირად ამ დროს ჯიბლიბოდან ჩირქი გამოდის. ის უბრალოდ გაწმინდეთ სუფთა ქსოვილით.

ჯიბლიბოდან ჩირქის გამოდინება
ნუ შეეცდებით ჯიბლიბოს გამორწყვას. ეს სიტუაციას გააუარესებს!

გამაყუჩებლები
თუ ტკივილს გრძნობთ, შეგიძლიათ ნესტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება მიიღოთ.

მიმართეთ ექიმს
იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ტკივილი გაწუხებთ, მხედველობა გიუარესდებათ, თვალი წითლდება, ან შუპდება მიმართეთ ექიმს.

გამოიყენეთ ანტიბაქტერიული კრემი
კრემის არჩევამდე, ექიმს გაესაუბრეთ. წაისვით ის მხოლოდ ჯიბლიბოზე, კრემი თვალში არ უნდა ხვდებოდეს.

ქინძი
ქინძის თესლი ჩაყარეთ წყალში 1 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და მიღებულ სითხის საშუალებით გამოიბანეთ ჯიბლიბოანი თვალი.

ალოე
ალოე სიწითლეს და შეშუპებას ამცირებს. ფოთოლი გაჭერით და ის ჯიბლიბოზე წაისვით. ასევე შეგიძლიათ ალოეს წვენში ბამბის ტამპონი დაასველოთ და ის ასე გამოიყენოთ.

კარტოფილი
გახეხეთ კარტოფილი, ის სუფთა ქსოვილზე გადაიტანეთ და ჯიბლიბოზე დაიდეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას..

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება