ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენი ჯანმრთელობა გარკვეულწილად დამოკიდებულია ჭურჭელზე რომელსაც მოიხმართ. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით იშვითად იყენებენ სპილენძს სამზარეულოში, უნდა გვახსოვდეს, რომ ის სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, გაეცანით სასარგებლო ინფორმაციას და გაიგეთ მეტი ამის შესახებ!
როგორ მოქმედებს სპილენძი ორგანიზმზე? : ამ ლითონს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამედიცინო დანიშნულებით, ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და ინდოეთში სასმელ წყალს სწორედ სპილენძის ჭურჭელში ათავსებდნენ, ამით აკონსერვებდნენ მის სასარგებლო თვისებებს და ხდიდნენ მოხმარებისთვის უსაფრთხოს. მეცნიერების დასკვნით, სპილენძის დიდი რაოდნეობა მავნებელია ორგანიზმისთვის, თუმცა მცირე დღიური ნორმა საოცარ გავლენას ახდენს ორგანიზმზე.
სპილენძს სასარგებლო თვისებები: აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას: სპილენძი არის მიკრონუტრიენტი, რომელიც აღადგენს და აწარმოებს მიელინის გარსს, სწორედ ესაა ნერვული სისტემისა და ტვინის ფუნქციონირებისთის უმნიშვნელოვანესი.
აბალანსებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას: ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები ხშირად სწორედ ორგანიზმში სპილენძის დეფიციტთანაა დაკავშრებული. სპილენძს დღიური ნორმის მიღება დაეხმარება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დაბალნსებას.
აძლიერებს თმას; მელანინის წარმოებაში სპილენძი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სპილენძი ეფექტურად აძლიერებს თმას, მას ხშირად ქიმიოთერაპიის შემდეგ თმის აღდგენის მიზნითაც კი იყენებენ.