ჯანჯაფილის ჩაი: აშორებს თირკმლის ქვებს და ასუფთავებს ღვიძლს! გემრიელი, მარტივი და ჯანსაღი რეცეპტი!
ჯანჯაფილი, იგივე კოჭა, მდიდარია ანთების საწინააღმდეგო, ანტიპარაზიტული, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებებით. ამრიგად, იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამკურნალო პროდუქტად.
ჯანჯაფილი ძალზე სასარგებლოა საერთო ჯანმრთელობისთვის, რადგან ის შეიცავს C ვიტამინს, მაგნიუმს და სხვა სასარგებლო მინერალებს. გარდა ამისა, ჯანჯაფილი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხსნის ტკივილს და მკურნალობს ასთმასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
100 გრამი ნედლი ფესვის შემადგენლობაში შედის:
- ნახშირწყლები – 9 გ,
- ცილა – 1,2 გ
- ცხიმი – 1 გ
- უჯრედისი – 1,1 გ
ვიტამინები:
- B6 – 160 მკგ
- B2 – 40 მკგ
- B1 – 20 მკგ
- C – 5 მგ
მინერალები:
- რკინა – 500 მკგ
- სპილენძი – 150 მკგ
- მანგანუმი – 2 მგ
- თუთია – 1,2 მგ
ცნობილია, რომ ჯანჯაფილი არის ძლიერი ინსტრუმენტი ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად და ღვიძლის გასაწმენდად.
დალიეთ ჯანჯაფილის ჩაი გაციებისა და გრიპის დროს. ის ასევე უზრუნველყოფს ჯანმრთელობის სხვა სარგებელის ფართო სპექტრს.
ჯანჯაფილის ჩაის სარგებელი:
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
- ამარაგებს ორგანიზმს საჭირო ჟანგბადით, ვიტამინებითა და მინერალებით.
- ხსნის თავის ტკივილს და კუნთების ტკივილს.
- ხსნის თირკმლის კენჭებს.
- ასუფთავებს ღვიძლს.
- ამცირებს ინსულტის რისკს.
ჯანჯაფილის ჩაი - რეცეპტი.
ინგრედიენტები:
- ¼ ჩ/კ დაფქული კოჭა
- ¼ ჩ/კ დაფქული კურკუმა
- ქოქოსის რძე
- თაფლი
- ჭიქა წყალი
მომზადება:
- აადუღეთ წყალი.
- დაამატეთ ჯანჯაფილი და კურკუმა.
- ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
- დაამატეთ რძე.
- ჩაი გადაწურეთ.
სასმელი მზადაა და შეგიძლიათ ისიამოვნოთ, როგორც მისი გემოვნური თვისებებით, ასევე სასარგებლო მხარეებით!