Lui.ge

მე და ჩემს შვილს გვაწუხებდა სტომატიტი, აი როგორ ვუმკურნალეთ მას

Lui.ge 2 6

მე და ჩემს შვილს გვაწუხებდა სტომატიტი, აი როგორ ვუმკურნალეთ მას

სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებაა. იგი სხვადასხვა სახისაა:

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა სტომატიტის სამკურნალოდ:

რეცეპტი 1 – მუხის ქერქის ნაყენი

1 სავსე ჩაის კოვზმუხის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 20 წუთი ნელ ცეცხლზე, შეფუთეთ, დატოვეთ 2 საათი, გაფილტრეთ და ივლეთ პირში დღეში 2-3-ჯერ.

მუხის ქერქის პრეპარატებს აქვს ანტიანთებითი, ლორწოვანი გარსის დამცავი და, აგრეთვე, ჭიების საწინააღმდეგო მოქმედება. მუხის ქერქში შემავალი ტანინის ლორწოვანი გარსის ცილებთან ურთიერთქმედებით წარმოიქმნება დამცავი აპკი, რომელიც იცავს ქსოვილებს გაღიზიანებისგან. შედეგად კი ჩერდება ანთებითი პროცესი და ტკივილი მცირდება. გარდა ამისა, ქერქში შემავალი ნივთიერებები შლის პათოლოგიურ მიკროორგანიზმთა ცილებს, რაც აფერხებს მათ განვითარებას და ხოცავს ბაქტერიებს. მუხის ქერქის ნაყენი ფართოდ გამოიყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ლორწოვანი გარსის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

ასევე მინდა შემოგთავაზოთ ავიტამინოზის სამკურნალო საშუალება. სხვათა შორის, სტომატიტის გახშირების მიზეზი ვიტამინების ნაკლებობაც ყოფილა. თანაც გაზაფხულის პირზე ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აქვს.

რეცეპტი 2 – მოცვი, ჭინჭარი და ასკილი

ერთმანეთში კარგად აურიეთ 2 წილი წითელი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი (ყველაფერი დააქუცმაცეთ). 4 ჩ/კ ამ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 3-4 საათით დადგით, გაფილტრეთ და სვით თითო ჭიქა 3-4-ჯერ დღეში.

მასში შემავალი კომპონენტები მართლაც მდიდარია სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინებითა და პროვიტამინებით. გარდა ამისა, მასში ბევრია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელსაც მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტი აქვს და ამიტომ აღნიშნული ნაყენი სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკო საშუალებაც არის.

Facebook კომენტარები
Exit mobile version