არც კი ვიცოდი თვლემას ამდენი უპირატესობა თუ ჰქონდა!
lui
კატებმა ეს იციან. ბავშვებმაც იციან ეს. და რატომ არ ვიცით ჩვენ?
მთელი დღე საქმიანობთ, დასასვენებლად ჩამოჯდებით და ცოტა ხნით ჩაგეძინებათ. დიახ, ამგვარ თვლემაზე ვლაპარაკობთ ჩვენც. დიდების სამყაროში ცოტა ხნით ძილი ტრადიციულად უარყოფითად განიხილება. მაგრამ იცოდით, რომ რეგულარულად ამგვარი დასვენება საუკეთესოა, რასაც თქვენს ორგანიზმსა და ტვინს გაუკეთებთ?
ეს გავრცელებული ჩვევაც კია. შუა დღისას სავარძელში მოთავსდებით და რამდენიმე წუთით თვალს მოატყუებთ ხოლმე. როგორც სიცილი არაჩვეულებრივია ფიზიკური და მენტალური დაავადებების წინააღმდეგ, ასევეა თვლემაც.
თვლემის უპირატესობები: კოგნიტურ ფუნქციებს აუმჯობესებს.აუმჯობესებს გულის მუშაობასამცირებს სტრესსა და დაღლილობასებრძის ჭამის შემოტევას. გიზრდით ენერგიას და გავიწყებთ ჭამას.ფიზიკურ აქტივობებს აუმჯობესებს.რჩევები თვლემის მოყვარულებისთვის: დააყენეთ დრო. თვლემა შეიძლება გაგრძელდეს 5 წუთიდაბ 45 წუთამდე. ეს ინდივიდუალურია. თქვენ თქვენთვის შესარჩევი დრო უნდა იპოვოთ.
თვლემა შუადღისით.საუკეთესოა, ითვლიმოთ შუადღისას და ჭამის შემდეგ. ზედმეტად ადრე თვლემა მთელი დღის განწყობას გაგიფუჭებთ, ზედმეტად გვიან თვლემა კი – შუაღამის ძილს გაგიქრობთ.
აირჩიეთ ოპტიმალური მდგომარეობასაუკეთესო ადგილი თვლემისთვის ცივი ადგილია, სადაც “ცოტა” სიბნელეა. სხვა შემთხვევაში თქვენ ღრმად დაგეძინებათ.
გქონდეთ სპეციალური აქსესუარები დიახ, თვლემასაც სპეციალური აქსესუარები უნდა. დაგჭირდებათ მაღვიძარა (დროის დასაყენებლად), ერთი ჭიქა ყავა ან ჩაი, რომელიც თვლემამდე უნდა დალიოთ. ასევე ზოგი ადამიანი ფანქარსაც თითებშუა იჭერს ხოლმე. როცა ის დავარდება, ხმაზე რომ გაეღვიძოთ.
საკმარისად იძინეთ.ძილი საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის და მისი ჯანმრთელობისთვის. ზოგ ადამიანს ძილი არ ჰყოფნის და თვლემით ინაზღაურებენ ხოლმე.