ჰალვა და მისი წარმოუდგენლად დიდი სარგებელი ჩვენს ორგანიზმზე!! გემრიელთან ერთად ის საოცრად სასარგებლოა..
რა თქმა უნდა გირჩევთ დაამატოთ ის თქვენს საკვებ რაციონს!
ჰალვის შემადგენლობა და საკვები ღირებულება: იმის გამო, რომ აღმოსავლური დელიკატესი გაჯერებულია მაკრო- და მიკროელემენტებით, რიბოფლავინით, ნიაცინით, იგი ითვლება ძალიან სასარგებლო პროდუქტად. გარდა ამისა, ჰალვა შეიცავს რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ადამიანის კეთილდღეობაზე. ეს არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანსაღი პროდუქტი ასევე შეიცავს დიეტურ ბოჭკოებს და მალტოზას.
კლასიკური ჰალვა არის მზესუმზირის, მაგრამ მაღაზიების თაროებზე შეგიძლიათ ნახოთ ასვე სეზამის, ნუშის ან თხილის სიტკბოთი. კაკალს, თაფლს, ქოქოსის ფანტელებს, დაშაქრულ ხილს, ქიშმიშს, ჩირს და ა.შ. ასვე ხშირად იყენებენ დანამატების სახით.
სასარგებლო თვისებები
აღმოსავლეთში არსებობს მოსაზრება, რომ ჰალვას ზომიერი მოხმარება ხელს უწყობს ძალების აღდგენას. ასევე ეს ტკბილი საკვები ეფექტურად ებრძვის თავის ტკივილს, დასუსტებულ იმუნიტეტს და გაციების პირველი ნიშნებს.
ჰალვა ასევე აუცილებლად უნდა იყოს ორსულთა რაციონში. იგი შეიცავს ფოლიუმის მჟავას მაღალ პროცენტს, რომელიც სასარგებლო გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ლაქტაციის პერიოდში ჰალვა ასევე ძალიან სასარგებლოა ახალგაზრდა დედებისათვის. ის რძეს უფრო გაჯერებულსა და ნოყიერსს ხდის, რაც მზარდი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია.
იცოდით ისიც, რომ ჰალვა შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც შლის ტოქსიკურ ნივთიერებებს და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალიზებას. დელიკატესი ასევე აუცილებელია ხანდაზმული ადამიანებისთვის, ვინაიდან შემადგენლობაში არსებული კომპონენტები გავლენას ახდენენ ტვინის აქტივობაზე და გულსისხლძარღვთა სისტემაზე.