რევმატიზმის დროს უებარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები
რევმატიზმი – დაავადება, რომელიც ხასიათდება დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი ინფექციურ-ალერგიული სისტემური დაზიანებით.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
- გულის რევმატიზმი;
- სისხლძარღვების რევმატიზმი;
- სახსრების რევმატიზმი;
- კანის რევმატიზმი;
- ვენტრალური ნერვული სისტემის რევმატიზმი;
- სეროზული საფარის რევმატიზმი.
მიზეზები
- ინფექციური დაავადებები;
- იმუნური სისტემის დაქვეითება;
- ორგანიზმის გადაციება.
სიმპოტმები
- სხეულის ტემპერატურის 39 გრადუსამდე აწევა;
- საერთო სისუსტე;
- სწრაფი დაღლა;
- ჭარბი ოფლიანობა;
- თავის ტკივილი;
- სახსრების ტკივილი, გაწითლება, სახსრების შეშუპება, მოძრაობის დაქვეითება;
- გულის ტკივილი, გახშირებული გულისცემა;
- კუნთების კანკალი, კუნთების სისუსტე;
- ღია ვარდისფერი გამონაყარი კანზე, სახსრების კანქვეშ კვანძების გაჩენა.
წითელი სამყურა და გვირილა. აიღეთ ათ-ათი გრამი ნედლეული, დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე, დადგით წყლის აბაზანაზე 15 დააყენეთ 1 საათით, გაწურეთ და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე.
მიიღეთ 50–100 მლ. როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. გარეგანად გამოიყენება საფენების და კომპრესების სახით სახსრების შესიების, დამწვრობის დროს.
პირშუშხა, ბოლოკი - ამ მცენარეების ახალგაწურული წვენით დაიზილეთ სახსრები, დაიდეთ დაზიანებულ უბნებზე ნევრალგიური ხასიათის და სახსრების
ტკივილის დროს.
მრავალძარღვა. დააქუცმაცეთ ხმელი ფოთლები და დაიდეთ მტკივან ადგილზე.
ნაყენი მზადდება 15 გრ. ნედლეულისგან 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე. მიიღეთ თბილი სახით ყლუპობით ერთი საათის განმავლობაში. მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
აიღეთ თანაბარი რაოდენობით ტუხტის და ბალბას ფესვი, გვირილის და ძიძოს ფოთოლი და ყვავილი. დაამატეთ 3 წილი სელის თესლი. შეახვიეთ დოლბანდში
და მოათავსეთ მდუღარე წყალში 3 წუთით. თბილი სახით დაიდეთ მტკივან ადგილზე და გადაიხვიეთ.
რევმატიზმის დროს ღუმელში გააცხელეთ ზღვის ქვიშა. შეკერეთ იმ ზომის ტომრები, რომ მათში ჩაეტიოს ოთხ-ოთხი კილო ქვიშა. ცხელი ქვიშა მოათავსეთ
ტომრებში და დაიდეთ მტკივან ადგილებზე.
ქვიშა შეიცავს მინერალებს და მეტალებს, ხოლო ტემპერატურა აჩქარებს ამ ნივთიერებებით მკურნალობის პროცესს.