Lui.ge

ჩაამატეთ ცოტა მარილი თქვენს ფავორიტ შამპუნში – შედეგი გაგაოცებთ

თმის მოვლა

თუკი თქვენი თმა მალე ცხიმიანდება, მაშინ ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. დაუმატეთ ერთი მუჭა მარილი თქვენს შამპუნს თავის დაბანის დროს და მსგავსი ნაზავის გამოყენების შედეგად თქვენი თმა იდეალურ მდგომარეობას დაუბრუნდება.

ცხიმიანობის პრობლემის მოგვარებასთან ერთად თმის მოცულობის გასაზრდელად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილის და თმის კონდიციონერის ნაზავი. გააცხელეთ აღნიშნული მასა გაზზე და შემდეგ მისი გამოყენებით გაიკეთეთ თმის ღერების მასაჟი ძირებიდან ბოლოების მიმართულებით. დაიტოვეთ ნაზავი თმაზე 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ.

სახის მოვლა

შეურიეთ მარილი თხევად საპონს კანის კარგად გასაწმენდად. ნელა შეიზილეთ ნაზავი კანზე და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა დაგეხმარებათ კანის ტენიანობის შენარჩუნებაში და ასევე მოგაშორებთ სახიდან მკვდარი კანის უჯრედებს.

ფეხების მოვლა

თუ მთელი დღე ფეხზე დგომა გიწევთ და ამის გამო თქვენი ფეხები ზედმეტად გეღლებათ, მაშინ მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ ზეითუნის ზეთის და მარილის ნაზავი გამოიყენოთ. წაისვით მიღებული მასა ფეხებზე კვირაში ორჯერ. ამ მეთოდის დახმარებით გაუხეშებული და გამომშრალი კანი მალე გაგიჯანსაღდებათ და ფეხზე სასიამოვნო სურნელიც გექნებათ.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები
Exit mobile version