Lui.ge

სახიდან შავი და თეთრი წერტილების გაქრობის ყველაზე სწრაფი მეთოდები – გალამაზდით სახლის პირობებში

ლიმონი

ლიმონი მდიდარია C ვიტამინით, რაც კანისთვის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. იგი ასევე გამოირჩევა ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული აქტივობითაც, რაც შავ წერტილებთან ბრძოლაში ძალიან დაგეხმარებათ. ამ პრობლემის გაქრობის პარალელურად ლიმონი ასევე კანის ქვეშ დაგროვილი ზეთის მოშორებასაც შეუწყობს ხელს, რაც თეთრი წერტილების გაჩენის რისკს შეგიმცირებთ.

გამოყენების წესი

გაჭერით ლიმონი შუაზე, გამოწურეთ წვენი და მოაშორეთ კანი ლიმონს, შემდეგ წაისვით იგი სახეზე. შეასრულეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ. პირდაპირ ლიმონის წვენის კანზე წასმა რეკომენდირებული არ არის.

მარწყვი

მარცვლოვანი შემცველობის წყალობით მარწყვი იდეალურ საშუალებას წარმოადგენს თეთრი წერტილების მოსაშორებლად. ამასთანავე ეს პროდუქტი სალიცილის მჟავებს შეიცავს,  რაც შემკვრელი ელემენტის ეფექტს ქმნის და კანის უჯრედებში ზედმეტი ცხიმის დაგროვებას უშლის ხელს. მარწყვი ასევე მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობითაც გამოირჩევა, რის გამოც მისი გამოყენება თეთრი წერტილების და აკნეს გაჩენის დროს ძალიან ეფექტურია.

გამოყენების წესი

აზილეთ რამდენიმე მარწყვი ერთმანეთში პასტის მისაღებად, შემდეგ დაუმატეთ მიღებულ მასას ერთი ს/კ თაფლი. გადაისვით სახეზე თანაბრად პასტა და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ სახე წყლით. ეს პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ კვირაში ორჯერ, რამდენიმე თვის განმავლობაში.

პამიდორი

პამიდორი სალიცილის მჟავების შემცველი ბოსტნეულია, რაც მას აკნეს საწინააღმდეგო კრემების დამზადებისას საკმაოდ პოპულარულ ინგრედიენტად აქცევს. ეს მჟავები ასევე ამაგრებენ გადიდებულ ფორებს, ამცირებენ ანთებით პროცესებს და ზედმეტი ცხიმის დაგროვებას უშლიან ხელს კანის უჯრედებში.

გამოყენების წესი

გაჭერით პამიდორი ორ ნაწილად და წაისვით სახეზე. დაიტოვეთ ასე ერთი საათის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე, რამდენიმე კვირის განმავლობაში.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები
Exit mobile version