ჩვენი სოციუმი გარეგნობაზე არის ფოკუსირებული. არსებობს უამრავი კრემი ნაოჭების, ცელულიტის, მოდუნებული კანის საწინააღმდეგოდ. ზოგჯერ კი ადამიანები დაბერების წინააღმდეგ, დაბადების დღეებსაც აღარ აღნიშნავენ ხოლმე.
მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დაბერება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გამოიყურებით გარედან, მთავარია შინაგანად როგორ გრძნობთ თავს. აი აქ მოცემული 10 შეცდომა, რომლებიც სწრაფად გაბერებენ. არაჯანსაღი საკვები: ხშირად გვქონია შემთხვევა შპინატის ჭამის ნაცვლად ბურგერი გიჭამიათ? დიახ, ხშირად გემრიელი საჭმელი შოკოლადის, ბურგერების, კანფეტების უკან იმალება. ერთი ცალის ჭამა, რა თქმა უნდა, არ მოგკლავთ, მაგრამ თუ მათ რეგულარულად ჭამთ, თქვენს ორგანიზმში შაქრის ოდენობა გაიზრდება. შაქარი კი იწვევს ნაოჭებისა და მოშვებული კანის გაჩენას.
არასაკმარისი ძილი
არასაკმარისი დრო: ზოგჯერ ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ჩვენს პასუხისმგებლობებზე, სხვების ბედნიერებაზე. ჩვენი თავისთვის კი უბრალოდ დრო არ გვრჩება. სტრესი ასაკზე მოქმედებს. ეცადეთ ყოველდღე გაისეირნოთ ხოლმე, წაიკითხოთ თქვენი საყვარელი წიგნი და უბრალოდ გამოყოთ დრო საკუთარი თავისთვის.
დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება: ალკოჰოლი მეტაბოლიზმის პროცესს ანელებს. ამით კი აჩქარებს დაბერების პროცესს.
უკმაყოფილება: ხშირად ჩვენ წყენას გულში ვიტოვებთ ხოლმე. იცოდით, რომ ეს ენერგიას გვახარჯვინებს? ჩვენ ვეღარ მოვძრაობთ წინ და ვიყურებით წარსულში. ამის შედეგი კი დეპრესია და მღელვარებაა. ეს კი აჩქარებს დაბერების პროცესს. ეცადეთ, ხშირად აპატიოთ სხვებს!
ანტისოციალური:
ბევრი ქიმიური ნივთიერება: ქიმიური ნივთიერებები გვხვდება საჭმელში, სილამაზის პროდუქტებში, სარეცხ საშუალებებში. ამ ნივთიერებებს ხშირად საზიანო უკუჩვენებები აქვთ. ამიტომ პროდუქტის ყიდვამდე იარლიყსაც დახედეთ ხოლმე.
ტყუილუბრალოდ ვარჯიში: ზოგჯერ ჩვენ წონის დაკლებაზე ვართ ფოკუსირებული, ვარჯიში კი რუტინული სამუშაო ხდება. ეს უკანასკნელი კარგია, მაგრამ არ დაისტრესოთ მისი კეთებით. აირჩიეთ სახალისო ვარჯიშები : ზუმბა, ბოქსი, – ის რაც გაგახალისებთ
.
ყველაფრის სერიოზულად მიღება:
სიყვარულისთვის არასაკმარისი დრო: თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი ისე ხართ დაკავებული, რომ არც კინოში დადიხართ, არც ვახშამზე და არც სანაპიროზე, დროა იზრუნოთ ამის შეცვლაზე. სიახლოვე ბევრად მნიშნელოვანია, ვიდრე ეს გგონიათ. ინტიმური გარემო საყვარელ ადამიანთან დაგეხმარებათ შეამციროთ სტრესის დონე და გამოყოთ ენდორფინები, რომლებიც ბედნიერს გაგხდით.