ვაშლის ძმარი სახლში ალბათ ყველას გაქვთ. მას მრავალ სალათასა თუ საჭმელში გამოიყენებენ ხოლმე. მაგრამ მისი დალევა თუ გაგიგიათ? დიახ,ცოტა არასასიამოვნო დასალევია, მაგრამ მას ცოტა წყალი ან ღამით ნადგომი ჩაი შეგიძლიათ შეურიოთ.
რატომ არის კარგი ძილისწინ ძმრის დალევა?_ წონის კლება: ვაშლის ძმარი მადას ამცირებს, მასში შემავალი ინგრედიენტის პექტინის დახმარებით. ამიტომ თუ დაწოლისას არაფერი გიჭამიათ და სამაგიეროდ ვაშლის ძმარი დალიეთ, არ მოგშივდებათ! აურიეთ 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალში. სლოკინის წინააღმდეგ: ვაშლის ძმრის გემო ასტიმულირებს ყელში მყოფ ნერვებს, რომლებიც სლოკინს იწვევენ. ამ დროს ნერვებს „ავიწყდებათ“, რომ დასლოკინება „უნდათ“. უბრალოდ აიღეთ ორგანული ვაშლის ძმრის 1 ჩაის კოვზი და გადაყლაპეთ.
ყელის ტკივილის წინააღმდე: ძმარი ანტიბაქტერიულ საშუალებებს შეიცავს. დაწოლამდე, ვაშლის ძმრის 1 ჩ/კ გადაყლაპეთ, ნახევარი საათის შემდეგ – კი კვლავ გაიმეორეთ
გულძმარვის წინააღმდე: გულძმარვა ხდება მაშინ, როცა ბევრი არაფერი გვაქვს ნაჭამი. ვაშლის ძმარი აღადგენს კუჭის მჟავიანობას. უბრალოდ აურიეთ 1 ს/კ ვაშლის ძარი დიდ ჭიქა წყალში და დალიეთ დაძინებამდე ერთი საათით ადრე
ამცირებს სისხლში შაქრის რაოდენობა: თუ თქვენ ეს პრობლემა გაწუხებთ, დაძინებამდე აიღეთ ვაშლის ძმრის 2 ს/კ და გადაყლაპეთ.
ამცირებს მუცლის ტკივილს: ამიერიდან მუცლის ტკივილი ღამით არ შეგაწუხებთ. აურიეთ 1 ჭიქა თბილი წყალი 1 ჩ/კ ორგანულ ვაშლის ძმარს. დალიეთ დაძინებამდე.