Lui.ge

კბილების გათეთრების საუკეთესო მეთოდები – ეს სახლში აუცილებლად უნდა სცადოთ

საცხობი სოდა

გახსენით საცხობი სოდა წყალში თხელი ნაზავის მისაღებად. წაისვით ნაზავი კბილებზე და ნაზად შეიზილეთ. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ კბილები თბილი წყლით და გაიხეხეთ კბილის პასტით. მსგავსი პროცედურა უნდა შეასრულოთ კვირაში მაქსიმუმ ერთხელ.

ვაშლის ძმარი

პერიოდულად კბილების გაწმენდა ვაშლის ძმარის გამოყენებითაც შეგიძლიათ. დაიგუბეთ ძმარი პირში რამდენიმე წამის განმავლობაში, გადაყლაპვის გარეშე და შემდეგ გადმოაფურთხეთ. გამოირეცხეთ პირი თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცესი იქამდე, სანამ 200მლ. ძმარს არ გამოიყენებთ. მოერიდეთ ამ მეთოდის გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ ღრძილებზე ჭრილობები გაქვთ.

ბანანის ქერქი

ბანანის ქერქი ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა და კბილის სტრუქტურის გამაგრება შეუძლია. წაისვით კბილების ზედაპირზე ბანანის ქერქის შიდა მხარე რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ გამოირეცხეტ პირი წყლით. ამ მეთოდის გამოყენება კვირაში რამდენჯერმე შეგიძლიათ.

მარწყვი

ბაღის მარწყვი ორგანული მჟავებითაა სავსე და კბილის ნადების დაშლაში დაგეხმარებათ. იგი ასევე კბილებს სასარგებლო ვიტამინებით გააძლიერებს. წასასმელად მარწყვი უნდა გაჭრათ შუაზე და შიდა მხარით გადაისვათ კბილებზე, 5-10 წუთის შემდეგ კარგად ჩამოიხეხეთ კბილები კბილის პასტით მჟავების და პათარა თესლების მოსაშორებლად. ეს მეთოდი უნდა გაიმეოროთ კვირაში ორჯერ.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

 

Facebook კომენტარები
Exit mobile version