ექსპერტების თქმით თქვენი მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად სჯობს საუზმის მირთმევაზე საბოლოოდ თქვათ უარი. მსგავსი მიდგომა დაგეხმარებათ თქვენი მომნელებელი სისტემის განტვირთვაში და ასევე ორგანიზმს ხელს შეუწყობს არასასურველი ქიმიკატების სწრაფად გამოდევნაში. საუზმის გამოტოვების შემთხვევაში თქვენ ასევე ახანგრძლივებთ კორტიზოლის მოქმედების პერიოდსაც. ეს ჰორმონი თქვენს სხეულს გამოფხიზლებაში უწყობს ხელს.
კორტისოლი ასევე ორგანიზმის ყოველდღიური რითმის გაკონტროლებაშიც დაგეხმარებათ. იგი აქტიურობის უმაღლეს დონეს თქვენი გაღვიძებიდან 30-45 წუთის გასვლის შემდეგ აღწევს. მისი დახმარებით ორგანიზმში მობილიზდება ცილების, გლუკოზის და ცხიმოვანი მჟავების საჭირო რაოდენობები რათა ისინი დღის განმავლობაში ენერგიის მისაღებ საწვავად გამოიყენოთ ორგანოებმა.
საუზმის მირთმევის შემთხვევაში კორტისოლი კარგავს ინსულინთან ერთად მუშაობის ძალას და ფერხდება მის მიერ ცხიმების დაწვის პროცესიც. ასეთ დროს კორტისოლს უწევს ენერგიის გამოსამუშავებლად კუნთოვანი ქსოვილების დაწვა, რაც ნაკლებად სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის.
ორგანიზმში ინსულინის სენსიტიურობის გაზრდის ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს დღეში ერთი სადილის გამოტოვება. მიმართეთ ამ ხერხს კვირაში ორჯერ და ამის დახმარებით დიაბეტისგან და მსგავსი დაავადებებისგან დაიცავთ თავს.
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.