ჩვენი ფეხები ყოველდღიურად საკმაოდ დიდი სტრესის ზეწოლას განიცდიან. სწორედ ამიტომაა ფეხის კანის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ასპექტი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დღის განმავლობაში დიდი ხნით უწევთ ფეხზე დგომა. ფეხის კანის გასაჯანსაღებლად დღის ბოლოს საჭიროა გამოიყენოთ სწორად შერჩეული სურნელოვანი ზეთების კომბინაცია.
გამაჯანსაღებელი და სასიამოვნო სურნელოვანი ზეთების გამოყენებით გაკეთებული ფეხის მასაჟი მოგანიჭებთ სისუფთავისა და განტვირთვის შეგრძნებებს.
როგორ უნდა მოვამზადოთ სურნელოვანი ზეთების საუკეთესო ნაზავი
საჭირო ინგრედიენტებია:
ზღვის მარილი - 1 ჭიქა
ზეთისხილის ზეთი - 1 ს/კ
ქოქოსის ზეთი - ს/კ
ჩაის ხის ზეთი - 5 წვეთი
პიტნის ზეთი - 5 წვეთი
ლავანდის ზეთი - 5 წვეთი
ნაზავის მომზადების წესი
მოათავსეთ ზღვის მარილი საშუალო ან დიდი ზომის შუშის კონტეინერში. ჩაამატეთ ზეთისხილის და ქოქოსის ზეთები და ამოურიეთ ნაზავს ჩანგლით. შემდეგ ჩაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ ერთმანეთში.
ზეთისხილის ზეთს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია და შეუდარებელ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. იგი ასევე შეიცავს E ვიტამინს და ატენიანებს კანს.
ქოქოსის ზეთი ანტიმიკრობული ეფექტით გამოირჩევა და კანის დამატენიანებელ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
ჩაის ხის ზეთი კურნავს კანის უჯრედებს, აშორებს მათ ანთებას და ასევე გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებითაც. იგი მოგაშორებთ ფეხის უსიამოვნო სუნს.
პიტნის ზეთი ასევე ებრძვის ფეხის არასასურველ სუნს და კუნთების დამამშვიდებელი ეფექტითაც გამოირჩევა.
ლავანთის ზეთი მოგანიჭებთ განტვირთვის შეგრძნებას და გაგიქრობთ ტკივილს ფეხის არეში.
ინგრედიენტების შეზავების შემდეგ გადაიტანეთ მიღებული მასა ქილაში და დაახურეთ თავსახური მჭიდროდ. შეინახეთ გრილ გარემოში, ასევე ქილა შეგიძლიათ მოათავსოთ მაცივარშიც.
ნაზავის გამოყენების ინსტრუქცია
გადმოიტანეთ ნაზავი კოვზის საშუალებით ქილიდან თქვენი ხელის გულზე და ასე წაისვით ფეხის კანზე. ყველაზე მოხერხებული იქნება ამ პროცესის აბაზანაში ჩატარება, რათა ნაზავმა არ დასვაროს თქვენი ოთახის იატაკი. დაჯექით კომფორტულად და გაიჩერეთ ნაზავი კანზე 10-15 წუთის განმავლობაში.
ჩამოიბანეთ ზეთები თბილი წყლით და ნაზად გაიმშრალეთ ფეხები რბილი პირსახოცით. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი კანზე და გარეთ გასვლამდე დაელოდეთ ბოლომდე გაშრობას.