Lui.ge

ტოპ-5 ჯანსაღი საკვები, რომელიც საუზმეზე უნდა მიირთვათ. ორგანიზმისთვის სასარგებლოა

e183a2e1839de1839e 5 e183afe18390e1839ce183a1e18390e183a6e18398 e183a1e18390e18399e18395e18394e18391e18398 e183a0e1839de1839be18394 5ec849e836124

1. ბანანი

დილით, საუზმეზე ბანაზე უკეთესს ვერაფერს მიირთმევთ. ყვითელი ფერის ხილი სასიცოცხლო ენერგიის შევსებისათვის საუკეთესოა, ჯანსაღი ნახშირწყალი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განაყრებთ. კალიუმის ჯანსაღი დოზის წყალობით, ელექტროლიტი სისხლის წნევას ბუნებრივად ამცირებს, შესაბამისად, ბანანი ჰიპერტონიით დაავადებულთათვის საუკეთესო საკვებია.

2. შვრიის ფაფა/ დაბალი ცხიმიანობის შემცველი გრანოლა

შვრიის ფაფის საშუალებით, წონაში კლება, ორგვარად შეიძლება. პირველი: ის ბოჭკოვანი საკვებია და დიდი ხნის განმავლობაში განაყრებთ. მეორე: ბოლო დროინდელი კვლევის მიხედვით, ნახშირწყლებით მდიდარი საკვების საუზმეზე მიღება, როგორიცაა შვრიის ან ქატოს ფაფა, ვარჯიშის დაწყებამდე 3 საათით ადრე, ორგანიზმს ეხმარება უფრო მეტი რაოდენობის ცხიმის დაწვას. რატომ? ნახშირწყალი სისხლში შაქრის დონეს ისე მაღლა არ წევს, როგორც, მაგალითად, თეთრი პური, ინსულინის დონე, ასეთ შემთხვევაში, მაღალი არ არის. ინსულინი დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ცხიმით მომარაგებაში და რაც უფრო დაბალია სისხლში მისი დონე, ცხიმი უფრო მარტივად იწვება. ქატოს ფაფაც ძალიან სასარგებლო საუზმეა. შვრიის ფაფის მომზადების მრავალნაირი გზა არსებობს. შეგიძლიათ, მისგან ცხელი ან ცივი ფაფა მოამზადოთ და სასმელშიც კი გაურიოთ. დაასხით რძე შვრიას და მოამზადეთ გემრიელი საუზმე. შეგიძლიათ, შვრია, შაქრის ქოქოსი და ქიშმიში ერთმანეთს შეურიოთ და ორგანიზმი გემრიელი და ჯანსაღი საკვებით გაამდიდროთ.

3. იოგურტი

ერთ-ერთი საკვები, რომელიც წონის კლებას უწყობს ხელს, არის იოგურტი. ის შეიცავს D ვიტამინს, რომელიც ძვლის დაავადებების გაჩენის რისკს, სისხლის წნევას, ვაგინალური ინფექციების გაჩენის შანსს ამცირებს და აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციონირებას.

4. არაქისის კარაქი

თხილი, ასევე, იწვევს წონის კლებას. შეგიძლიათ, შვრიის ფაფას არაქისის კარაქიც დაუმატოთ. ენერგიის აღმდგენი ამ პროდუქტის 2 კოვზი შეიცავს 7 გრამ პროტეინსა და 2 გრამ ბოჭკოვან ნივთიერებას. არაქისის კარაქი კალიუმის წყაროა.

5. კვერცხი

კვერცხი ძალიან ყუათიანი საკვებია. ის შეიცავს პროტეინს, რაც აუცილებელია დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის. პროტეინი დიდი ხნის განმავლობაში განაყრებთ.

კვერცხი, ორგანიზმში, ზრდის ჯანსაღი ქოლესტერინის დონეს, რაც ამცირებს გულის შეტევის რისკს;
ის კარგია ტვინის ფუნქციონირებისთვის;
შეიცავს ანტიოქსიდებს, რომლებიც ამცირებს კატარაქტას გაჩენის შანსს.

Facebook კომენტარები
Exit mobile version