როგორც ვიცით თაფლს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მას ხშირად იყენებენ ანთებითი პროცესების და რესპირატორული დაავადებების მკურნალობის დროს. როდესაც ბავშვს ხველა აწუხებს, თაფლის კომპრესის გამოყენებაა შესაძლებელი (რა თქმა უნდა, თუ მას თაფლზე ალერგია არ აქვს).
თქვენ დაგჭირდებათ:
თაფლი
ფქვილი
აურიეთ ერთმანეთს ეს ორი ინგრედიენტი. მიღებული ბლანტი მასა დოლბანდის ბინტში გაახვიეთ, ან ხელსახოცზე დადეთ. მასა პლასტირის დახმარებით ბავშვის მკერდზე (ფილტვების არეს) მიამაგრეთ და 2–3 საათით დატოვეთ, სანამ მას სძინავს. რა თქმა უნდა, ის გულის არეს არ უნდა ხვდებოდეს! ბავშვი გაოფლიანდება, პროცედურის შემდეგ მას ტანსაცმელი აუცილებლად შეუცვალეთ.
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.