ტერფის ძვლის აპოფიზის ოსტეოქონდროზის მკურნალობა ნატურალური მეთოდებით:
1. დაგჭირდებათ: 1 ჩ/კ თაფლი, 1- ჩ/კ შვრიის ფქვილი და ცოტაოდენი მოთმინება. პროცედურა ღამით უნდა ჩაიტაროთ. 1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს. ნარევი წაისვით ქუსლზე. ფეხი შეიხვიეთ სახვევითა და პარკით, შემდეგ კი, წინდები ჩაიცვით. პროცედურა გაიმეორეთ 10-ჯერ და კურსის დასრულების შემდეგ, ტკივილი ბოლომდე გაქრება.
2. ამოზნექილ ადგილებში წაისვით ქაფურის ზეთი, შემდეგ კი იოდი. (დაიცავით თანმიმდევრობა). პროცედურა უნდა ჩაიტაროთ მას შემდეგ, რაც ფეხებს დაიბანთ და გაიმშრალებთ. თუ ასე რეგულარულად მოიქცევით, ისინი გაქრება.
3. დილით, კვერცხის გული და 1 ს/კ თაფლი ერთმანეთს შეურიეთ. ნარევი შეინახეთ მაცივარში. ფეხები დაიბანეთ, გაიმშრალეთ და ნარევი ქუსლებზე დაიდეთ, შემდეგ კი შეიხვიეთ და მეორე დილამდე ამ მდგომარეობაში დატოვეთ. მეორე დილით, პროცედურა კვლავ გაიმეორეთ და სე მოიქეცით, სანამ ამონაზნექები არ გაქრება. ნარევის მტკივნეულ ადგილას დადებამდე, ის ოდნავ შეათბეთ.
4. ამოზნექილი მტკივანი ადგილები გაქრება, თუ წინდების ქვეშ, ქუსლებთან, მწიკვ წითელ წიწაკას დაიყრით. მთელი დღე ასე გაატარეთ და შვებას მალევე იგრძნობთ.
5. თავდაპირველად, ფეხები ცხელი წყლით დაიბანეთ, რომელშიც სოდა იქნება დამატებული. შემდეგ, მტკივან ადგილებზე დაიდეთ ხის სოკო ან დოლბანდი, რომელიც მის ნაყენში იქნება დასველებული. 3-4 საათის შემდეგ, დოლბანდი დაასველეთ და პროცედურა თავიდან გაიმეორეთ. 10 დღეში, ამოზნექილი ადგილები მთლიანად გაქრება.
6. შეაგროვეთ ახალგაზრდა ფიჭვის დამტვერილი ყლორტები, ჯერ კიდევ კვირტები რომ იყოს, ასევე, სოჭის გირჩები და ტყის მანანა. დაფხვენით ინგრედიენტები და გაყავით თანაბარ ნაწილებად. ნარევის 1 ს/კ გახსენით 1 ლ. წყალში. მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ, ნელ ცეცხლზე ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. ცხელი წყალი გადაასხით დიდ ტაშტში, დაუმატეთ ნახარში და ფეხები 20-30 წუთის განმავლობაში, მასში ჩაყავით. პერიოდულად, დაიმატეთ ცხელი წყალი. პროცედურა გაიმეორეთ 10-15 ჯერ, ღამღამობით და ტერფის ძვლის აპოფიზის ოსტეოქონდროზისგან ბოლომდე განიკურნებით.
P.S. თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ან ძლიერი სახის ტკივილები გაქვთ, ექიმს უნდა მიმართოთ. თქვენთვის თვითმკურნალობა შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს.
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.