Lui.ge

მოირჩინეთ ხველა წამლების გარეშე ნატურალური და ნაცადი რეცეპტების საშუალებით-მარტივია

e1839be1839de18398e183a0e183a9e18398e1839ce18394e18397 e183aee18395e18394e1839ae18390 e183ace18390e1839be1839ae18394e18391e18398e183a1 5ec83804cbaf0

კატარალური დაავადებების სეზონი უკვე დაიწყო, რასაც აუცილებლად მოჰყვება ხველა. აბები და სიროფები, რომლებიც გრიპის დროს გამოიყენება, ორგანიზმს საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს. განსაკუთრებით მავნე კი ბავშვებისთვისაა. გთავაზობთ რეცეპტებს, რომლებიც ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება და ხველის მოსარჩენად იდეალურია.მიაქციეთ საკუთარ ორგანიზმს მეტი ყურადღება და იყავით ჯანმრთელი!

1. ეს ნარევი ბავშვებს ხველას შეუმსუბუქებს. გახეხეთ დაახლოებით, ერთი და იმავე წონის ერთი ცალი ვაშლი, ერთი ბოლქვი და ერთი სტაფილო. დაუმატეთ 2 ს/კ თაფლი, კარგად მოურიეთ. მიეცით ბავშვებს, 1 ჩ/კ, თბილი ნარევი, დღეში 4-5-ჯერ.

2. ჩაყარეთ 30 გრამი ქიშმიში ცივ წყალში და ადუღეთ 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ. მიიღეთ ძილის წინ, ცხელ რძესთან ერთად. შველის ძლიერ ხველასაც.

3. „ცეცხლოვანი“ რძე, ხველისათვის

10 ცალი ბოლქვი დაჭერით კუბებად და დასრისეთ ნივრის ერთი თავი. დაასხით 500 მლ რძე და ადუღეთ დარბილებამდე. ნარევს დაუმატეთ პიტნა და ლიმონის თაფლი. 1 საათის შემდეგ, გადაწურეთ. დალიეთ 1 ს/კ დღეში რამდენჯერმე.

4. ერთმანეთს შეურიეთ: 2 ს/კ ვაშლი, 2 ს/კ თაფლი და 1 ს/კ გახეხილი ხახვი. მიიღეთ თბილი ნარევი, დღის განმავლობაში, 4-7-ჯერ.

5. 1 ცალი ბანანი, 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი, 1 ფინჯანი რძე.

მწიფე ბანანი გარეცხეთ და გაფცქვენით. შემდეგ, ხილის შიგთავსი ბლენდერში ათქვიფეთ ან ჩანგლით დააქუცმაცეთ. უნდა მიიღოთ ფაფისებრი მასა. ბანანს დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი და მოურიეთ. აადუღეთ რძე, დაუმატეთ მასას და კვლავ მოურიეთ. შეგიძლიათ, დაუმატოთ 1 ჩ/კ თაფლი. დალიეთ რძიანი ბანანის ცხელი კოქტეილი, ძილის წინ. 5 დღის შემდეგ, მდგომარეობის აშკარა გაუმჯობესებას იგრძნობთ.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები
Exit mobile version