თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს უამრავი ორგანოს მუშაობას და დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ დაწყებული კისრის ოსტეოქონდროზით, დამთავრებული ათეროსკლეროზისგან.
სისხლძარღვების რეგულარულად გაწმენდის შემთხვევაში, მოგეხსნებათ სიმძიმე თავში, გაგივლით თავის ტკივილები, გაგინათდებათ გონება, გაგიუმჯობესდებათ განწყობა.გთავაზობთ 5 ეფექტურ და ნაცად რეცეპტს, რომელიც თავის ტვინის სიხლძარღვებს გაწმენდს.
პირველი: თაფლი და ნიგოზი
დააქუცმაცეთ 10 ცალი ნიგვზის ლებანი და კარგად აურიეთ ერთ სუფრის კოვზ ნატურალურ, ცაცხვის თაფლში. დაუმატეთ მწიკვი დარიჩინი და ჯანჯაფილი. აურიეთ, მოათავსეთ ერთი დღე მაცივარში და შემდეგ დაიწყეთ მიღება: თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მეორე: ხახვის წვენი და თაფლი
გამოწურეთ ხახვისგან 1/3 ჭიქა წვენი და შეურიეთ ერთ ჭიქა ნატურალურ თაფლს. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ელექსირი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნაზავი არა მხოლოდ ეფექტურად გაწმენდს სისხლძარღვებს, არამედ გაგიმყარებთ იმუნიტეტს.
მესამე: ბუნებრივი წვენები
ყოველდღიურად სადილსა და ვახშმამდე სვით ნახევარი ჭიქა ბროწეულის წვენი (ანაცვლეთ ვაშლისა და სტაფილოს წვენი) – თუკი მაღაზიაში შეიძენთ წვენს, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ იყოს მაქსიმალურად ნატურალური. ყველაზე უკეთესი კი
საკუთარი ხელით გამოწურული იქნება.
მეოთხე: ბირკავას ნაყენი
თერმოსში ჩაყარეთ ერთი მუჭა (დაახლოებით 10 გრ) ხმელი ბირკის ფესვი (იყიდება აფთიაქებში), დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 8-10 საათი, შემდეგ გაწურეთ და დადგით გრილ ადგილას. მიიღეთ 4 სუფრის კოვზი სამკურნალო ნაყენი საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის სრული კურსი – ერთი თვეა.
მეხუთე: სასარგებლო პროდუქტები
ორგანიზმის საერთო გაკაჟებისთვის და სისხლძარღვების გასაწმენდად საჭიროა, ყოველდღიურად, საუზმემდე მიირთვათ თითო ცალი მანდარინი, ერთი მუჭა ქიშმიში და რამდენიმე ცალი ნიგოზი. 15-20 წუთში დალიოთ ერთი ჭიქა წყალი, რომელშიც გარეული იქნება ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ლიმონის წვენი. ხოლო 10-15 წუთში შეგიძლიათ მიირთვათ საუზმე.
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.