ამ მეთოდით კომპოტები მზადდება ყველაზე სრაფად და, რაც მთავარია ვიტამინებს მეტადინარჩუნებს, რადგან არ სჭირდება დუღილი.
მასალა
ხილი ერთი სახეობის ან ასორტი
შაქარი – 1 ჩ/ჭ ლიტრიან ქილაზე
წყალი
მომზადება
ხილი ჩავყაროთ ქილაში ნახევრამდე, დავასხათ ანადუღარი მდუღარე წყალი, გავაჩეროთ და შემდეგ გადავწუროთ (უმჯობესია წყალი გადავასხათ ქვაბში და იგივე გამოვიყენოთ მეორედ დასასხმელად, მხოლოდ ამ შემთხვევაში წყლის დამატება მოგვიწევს, რადგან ეს არ ეყოფა). ქილაში დარჩენილ ხილს დავაყაროთ შაქარი, წყალი კი თავიდან წამოვადუღოთ. წყალი რომ ადუღდება, მდუღარევე ჩავასხათ ქილებში და მაშინვე დავახუროთ ხრახნიანი ხუფი ან მოვხუფოთ. ქილა ამოვაბრუნოთ, შევფუთოთ და დავტოვოთ მეორე დღემდე.
Facebook კომენტარები