ნაწლავის ანთებითი დაავადებების პრევენციისთვის გთავაზობთ 4 ინგრედიენტიან სამკურნალო საშუალებას რომელიც მე თვითონ ვცადე და შედეგი საოცარია!
ძველი ბერძენი ექიმი ამბობდა, რომ „ჯანმრთელობის პრობლემა იწყება მსხვილ ნაწლავში“. დღეს თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ის მართალი იყო. მთელს მსოფლიოში უამრავი ადამიანი განიცდის ნაწლავის პრობლემებს.
პრობლემურ ნაწლავებთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- კრონის დაავადება
- ყაბზობა
- კოლიტი
- მჟავა რეფლუქს
ნაწლავური დაავადებები, როგორიცაა კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი, არც თუ ისე ხშირია, მაგრამ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ის ნამდვილად აწუხებს. ამავდროულად, ექიმები ხშირად სწორი დიაგნოზის სწრაფად დასმასა და შესაბამისი მკურნალობის ოპერატიულად დანიშვნას ვერ ახერხებენ, გარშემომყოფებმა კი ამ პრობლემის შესახებ ბევრი არაფერი იციან.
როგორ მოვიქცე, რომ არ დავავადდე?
სამწუხაროდ, არ არსებობს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც ნაწლავის ანთებითი დაავადებისგან დაცვის გარანტიას იძლევა. თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზემოთ ხსენებული დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. ეს არის:
- მოწევა;
- არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა;
- კვების არასწორი რეჟიმი;
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება;
- ბავშვის ძუძუთი კვებაზე უარის თქმა;
- ანტიბიოტიკების ხშირი მიღება.
დღეს გვინდა გაგიზიაროთ საოცარი საშუალება, რომელიც ეფექტურად გაწმენდს თქვენს ნაწლავებს. ეს საშუალება მდიდარია ვიტამინებით, ნუტრიენტებითა და ბოჭკოებით, რომლებიც გამოჯანმრთელებენ ორგანიზმს და გამოდევნის ტოქსინებს.
ინგრედიენტები:
- ერთი ჭიქა წყალი
- 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი
- 1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი
- 1 სუფრის კოვზი სელის თესლი
- 1 ვაშლი
მომზადების მეთოდი:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ბლენდერში. მიღებული სასმელი დალიეთ უზმოზე და გათავისუფლდებით ტოქსიკური ნარჩენებისგან.
ჩიას თესლი მდიდარია ცილებით, საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებით, ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით და ბოჭკოებით, რაც კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და ჯანსაღი გულისთვის.
თაფლს აქვს ანტისეპტიკური, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები და იცავს მსხვილი ნაწლავის კიბოსგან.
სელის თესლი მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით და ბოჭკოებით, რომლებიც ასევე ებრძვიან მსხვილი ნაწლავის კიბოს.
ვაშლი სავსეა უხსნადი და ხსნადი ბოჭკოებით, რომლებიც რეალურად ასტიმულირებენ ნაწლავებს.
ჯანსაღი ნაწლავი თქვენი ჯანმრთელობის გასაღებია!
გარდა ამისა, ამ სასმელის დალევით თქვენ ასევე გააუმჯობესებთ ტვინის მუშაობას, კანის მდგომარეობას და მხოლოდ ზოგად ჯანმრთელობას.