ეს სასმელი დაგეხმარებათ სწრაფად გააძლიეროთ იმუნიტეტი და აღიდგინოთ ენერგია!
ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხილია მთელ მსოფლიოში. ის არა მხოლოდ გემრიელია, არამედ სასარგებლოა ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.
ვაშლს აქვს მთელი რიგი სასარგებლო თვისებები სხეულისა და ჯანმრთელობისთვის, მათ შორის:
- მდიდარია C ვიტამინით
- ბოჭკოს კარგი წყარო
- აქვს ანტიოქსიდანტები
- მათ ასევე შეუძლიათ ალცჰეიმერის და ოსტეოპოროზის წინააღმდეგ ბრძოლა.
ყველა ინგრედიენტი, რომელიც ამ რეცეპტებში შედის, არის ძალიან სარგებლის მომტანი თქვენი ჯანმრთელობისთვის. ეს სასმელები აძლიერებენ იმუნიტეტს, ხელს უწყობელ საჭმლის მონელებას, კარგია არტერიული წნევის ნორმალიზებისათვის და სისხლის მიმოქცევის მოსაწესრიგელბად.
გთავაზობთ ვაშლის სმუზის რამდენიმე რეცეპტს!
1. სმუზი ვაშლით და დარიჩინით
ინგრედიენტები:
- 1 დიდი ვაშლი დაჭრილი
- ერთი ჭიქა ვაშლის წვენი
- ერთი საშუალო მსხალი, დაჭრილი
- ერთი ჭიქა ახალი ისპანახი
- ნახევარი ჭიქა ყინული
- ერთი ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
მომზადება:
- ჩაასხით ვაშლის წვენი ბლენდერში.
- დაამატეთ ხილი, შემდეგ ისპანახი და დარიჩინი.
- დაამატეთ ყინული და დაიწყეთ არევა.
ვაშლის და კენკრის სმუზი
ინგრედიენტები:
- ერთი დიდი ვაშლი
- ერთი სავსე ჭიქა მოცვი, რომელიც შეიძლება იყოს ახალი ან გაყინული
- ორი ჭიქა ისპანახი
- რვა უნცია ნუშის რძე (უშაქრო)
- 10 მარწყვი, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ახალი ან გაყინული
- დაამატეთ ცოტა ჯანჯაფილიც კარგი კარარომატისთვის
მომზადების მეთოდი:
- ბლენდერში დაამატეთ წყალი.
- დაამატეთ ხილი.
- მწვანილი შეგიძლიათ ბოლოს დაუმატოთ. თუ ისპანახი არ მოგწონთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ფოთლოვანი მწვანილი.
- რძის დამატების შემდეგ აურიეთ სანამ გლუვდება.
ისპანახი, ავოკადო და ვაშლი
ინგრედიენტები:
- ნახევარი ჭიქა ვაშლის წვენი
- ნახევარი ავოკადო, დაჭრილი
- ერთი ვაშლი (მოაშორეთ გული და დაჭერით, მაგრამ არ მოაშოროთ კანი)
- ორი ჭიქა დაჭრილი ისპანახი
მომზადების მეთოდი:
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში.
- ისპანახი შეგიძლიათ შეცვალოთ კომბოსტო.
- დაამატეთ წყალი, რომ ადვილად მიაღწიოთ სასურველ კონსისტენციას.
Facebook კომენტარები