ვიტამინ B12-ის ნაკლებობის ნიშნები! გაიგეთ რას იწვევს მისი ნაკლებობა და როგორ გამოასწოროთ ეს პრობელმა!
ძლიერი იმუნური სისტემა, გაუმჯობესებული ნერვული სისტემა და კიდევ არაერთი სიკეთე - ეს ყველაფერი ვიტამინ B12-ის დამასახურებაა. ზოგადად, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი B ჯგუფის ვიტამინების მიღება დაბალანსებული დიეტის მეშვეობით დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა B12-ის შემთხვევაში (ეხმარება ორგანიზმს დნმ-ის და სისხლის წითელი უჯრედების წამოქმნაში, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას) საქმე ცოტა სხვაგვარადაა: მისი ბუნებრივი გზით მიღება მხოლოდ ცხოველური საკვებით არის შესაძლებელი, რაც ვეგეტარიანებელების შემთხვევაში პრობლემას ქმნის.
ხშირად გიგრძვნიათ ჩხვლება და დაბუჟება ხელებში ან ფეხებში? B12-ის ნაკლებობამ შეიძლება დააზიანოს ნერვების დამცავი გარსი, რის გამოც ჩნდება ეს სიმპტომები! მაგრამ ეს ნიშანი არ არის ერთადერთი. დანარჩენის შესახებ სტატიაში შეიტყობთ...
- ჩვეულებრივზე ცივი ხართ
ორგანიზმში არასაკმარისი B12 ვიტამინის გამო, შესაძლოა არ გქონდეთ სისხლის საკმარისი ჯანსაღი წითელი უჯრედები (რაც იწვევს ანემიას). ამან შეიძლება გამოიწვიოს კანკალი და სიცივე, განსაკუთრებით ხელებსა და ფეხებში.
- მეხსიერების პრობლემები და სხვ.
B12-ის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, დაბნეულობა, მეხსიერების პრობლემები და დემენცია. ამან ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს კოორდინაციაზე. სიტუაციის გამოსწორება შეგიძლიათ დანამატების დახმარებით – ისინი უსაფრთხოა.
- კარდიოპალმუსი
ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქვენი გული მოულოდნელად იწყებს სწრაფად ცემას ან წამიერად ჩერდება. მეტი ვიტამინი B12 შეიძლება მიიღოთ ქათმის, კვერცხისა და თევზისგან. მაგრამ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო წყარო არის ის, რაც შეიძლება რეგულარულად არ იყოს თქვენს მენიუში: ძროხის ღვიძლი.
- დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზია - ასაკი
ასაკის მატებასთან ერთად, თქვენს ორგანიზმს უჭირს ვიტამინი B12-ის ათვისება. თუ არაფერს გააკეთებთ, არ „დაეხმარებით“ თქვენს ორგანიზმს და დროულად არ განკურნებთ ანემიას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა და სხვა სერიოზული პრობლემები. ამიტომ დააკვირდით ნებისმიერ სიმპტომს და გაიარეთ სისხლის ანალიზი, თუ ექიმი გირჩევთ.
B12-ი ვიტამინით მდიდარი საკვები კი შემდეგია: კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები, ორაგული, კალმახი, თინუსი, საქონლის ხორცი, სარდინი, ხამანწკები, ცხვრის ხორცი - ღვიძლი და თირკმელი.