Lui.ge

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს გაციების პირველ ნიშნებისთანავე? აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი გზა!

xaxvi gaciebistvis

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს გაციების პირველ ნიშნებისთანავე? აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი გზა!

  1. გაციების პირველივე ნიშნისთანავე გაჭერით დიდი ახალი ხახვი და შეისუნთქეთ ხახვის სურნელი, გაიმეორეთ პროცედურა დღეში 3-4-ჯერ.
  2. დააქუცმაცეთ 100 გრ ნიორი, დაასხით 1 ჭიქა არაყი და კარგად შეანჯღრიეთ. დაიწვეთეთ 1 წვეთი ენაზე, გაიჩერეთ პირში ცოტახნით და შემდეგ გადაყლაპეთ. გაიმეორეთ ეს რამდენჯერმე 3-4 დღის განმავლობაში.
  3. ლიმონი გახეხეთ კანთან ერთად და დაასხით მცენარეული ზეთი. შეიზილეთ ნესტოები დღეში რამდენჯერმე. ამ საშუალებით ღრძილების შეზელვა შეგიძლიათ ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, ყურის ბიბილოების კი - ღამით.
  4. აიღეთ 1,5 ლ ადუღებული წყალი, დაუმატეთ 1 ს.კ. კრისტალებიანი მარილი, 1 ლიმონის წვენი და 1 გრ ასკორბინის მჟავა. კარგად აურიეთ და დალიეთ 1,5 საათის შემდეგ.
  5. 1 ლიმონი მოათავსეთ ცხელ წყალში 1 წუთით, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ცედრასთან ერთად. შეურიეთ 100 გრ კარაქი და 1-2 ს.კ. თაფლი. მიიღეთ 1 ს.კ. ყოველ 2-3 საათში. შეინახეთ და გამოიყენეთ როგორც ჩვეულებრივი ზეთი.
  6. მაღალ ტემპერატურაზე აურიეთ ერთგვაროვან მასაში 2 გახეხილი ახალი კარტოფილი და 1 ს.კ. ვაშლის ძმარი. გადაიტანეთ ის რამდენიმე ფენად დაკეცილ ქსოვილზე ან მარლაზე და დაიდეთ შუბლზე. 2 საათის შემდეგ შეცვალეთ ახალი კომპრესით.
  7. აიღეთ 1 ბოთლი ახალი ლუდი, დაუმატეთ მწიკვი დარიჩინი, 3-4 კბილი და ცოტაოდენი ლიმონის ქერქი. აურიეთ 3 კვერცხის გული 2-4 ს.კ. შაქარის აქაფებამდე. ამ მასას დაასხით ცხელი ლუდი სანელებლებით, დადგით ცეცხლზე და ურიეთ. მოხარშეთ შესქელებამდე, მაგრამ არ აადუღოთ. დალიეთ 1-1,5 ჭიქა. გაციება სულ რაღაც 1 დღეში გაივლის.
  8. აიღეთ 4 ს.კ. მშრალი ჟოლო, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი. დალიეთ ღამით 2 ჭიქა ერთდროულად. ჟოლოს ნაყენი (10 კენკრა თითო ჭიქა მდუღარე წყალში) სასარგებლოა ყელის ტკივილის დროს.
  9. გაციებისა და ვირუსებისგან თავის დასაცავად საჭიროა ყოველდღიურად კბილების გახეხვა ნივრით.
  10. გაციების პირველივე ნიშნის დროს გაათბეთ 100 მლ კაჰორი, დაუმატეთ 1/4 ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, მოურიეთ და დალიეთ თბილად ძილის წინ.

სცადეთ თქვენთვის სასურველი რეცეპტი და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა, თუნცაც ზაფხულის"მატყუარა ამინდებს" დროს!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები
Exit mobile version