Lui.ge

ასპირინი და თაფლი გიხსნით მუხლების ტკივილისგან! შესანიშნავი კომბინაცია პრობლემის სამუდამოდ დასავიწყებლად!

MUXLEBIS TKIVILIS MKURNALOBA

ასპირინი და თაფლი გიხსნით მუხლების ტკივილისგან! შესანიშნავი კომბინაცია პრობლემის სამუდამოდ დასავიწყებლად!

მუხლების ტკივილის მიზეების სია ძალიან გრძელია, მაგრამთქვენს ყურადღებას მხოლოდ ყველაზე გავრცელებულებზე შევაჩერებ.

მუხლის ტკივილის მიზეზებს მწვავე და სახსრის გადატვირთვის შედეგად მიღებულ დაზიანებებად ყოფენ. მწვავე დაზიანება ერთჯერადი ტრავმის შედეგად წარმოიშობა, ხოლო სახსრის გადატვირთვის დროს ტკივილის ინტენსივობა თანდათან იმატებს, იგი ტრავმასთან არ არის დაკავშირებული.

როგორ მოვიქცეთ მუხლის ტკივილის დროს?

მწვავედ აღმოცენებული ტკივილის შემთხვევაში, თუ გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა გამორიცხულია, პირველ რიგში რეკომენდებულია დასვენება და ყინულის დადება პირველი 24-48 საათის განმავლობაში – 15-20 წუთით 3-4 საათში ერთხელ.

ამის შემდეგ, ტკივილის შესამსუბუქებლად ან მთლიანად მოსაშორებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტი:

აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) 10 ტაბლეტი დააქუცმცეთ ფხვნილად და კარგად შეურიეთ 200 გრ თაფლს (სასურველია თაფლი იყოს თხევადი). ნარევი ათი დღის განმავლობაში დადგით თბილ ადგილას და დროდადრო აურიეთ ხოლმე.

შედეგად მიღებული მალამოთი შეზილეთ მუხლები, შემოიხვიეთ შალის ქსოვილი, პოლიეთილენის პარკი და დააფიქსირეთ კომპრესა. მისი მოქმედებით შეიძლება შენიშნოთ მცირე სიწითლე და წვის შეგრძნება; ეს უსიამოვნო ეფექტები დროთა განმავლობაში გაქრება.

გაიკეთეთ პროცედურები ღამით, სანამ შვებას არ იგრძნობთ. არ დაგავიწყდეთ მტკივნეული სახსრის გავარჯიშება სპეციალური ვარჯიშებით.

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ! ეს მალამო არ არის შესაფერისი ფუტკრის პროდუქტებისა და ასპირინის მიმართ ალერგიისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის.

Facebook კომენტარები
Exit mobile version