Lui.ge

ბუნებრივი მედიკამენტები, რომლებიც დაეხმარება ორგანიზმს დაავადებას საწყის ეტაპზე დამოუკიდებლად გაუმკლავდეს! დაიმახსოვრე ეს რჩევები!

gaciebis mkurnaloba saxlis pirobebshi

ბუნებრივი მედიკამენტები, რომლებიც დაეხმარება ორგანიზმს დაავადებას საწყის ეტაპზე დამოუკიდებლად გაუმკლავდეს! დაიმახსოვრე ეს რჩევები!

გაციება ყველა სეზონზე შეიძლება შეხვდეს ადამიანს, ამიტომ გაეცანით რეცეპტებს, რომლებიც რომლებშის შემავალი ინგრედიენტები ყველა სეზონზე შეიძლება მოიძიოთ და დაეხმაროთ საკუთარ თავს და ახლობლებს მედიკამენტების გარეშე გაუმკლავდნენ დაავადებებს!

  1. გაციების პირველივე ნიშნისთანავე გაჭერით დიდი ახალი ხახვი და შეისუნთქეთ ხახვის სურნელი, გაიმეორეთ პროცედურა დღეში 3-4-ჯერ.
  2. დააქუცმაცეთ 100 გრ ნიორი, დაასხით 1 ჭიქა არაყი და კარგად შეანჯღრიეთ. დაიდეთ 1 წვეთი ენაზე, გაიჩერეთ პირში და შემდეგ გადაყლაპეთ. გაიმეორეთ ეს რამდენჯერმე 3-4 დღის განმავლობაში.
  3. ლიმონი გახეხეთ კანით და დაასხით მცენარეული ზეთი. შეზეთეთ ნესტოები დღეში რამდენჯერმე.
  4. აიღეთ 1,5 ლ ადუღებული წყალი, დაუმატეთ 1 ს.კ. უხეში მარილი, 1 ლიმონის წვენი და 1 გრ ასკორბინის მჟავა. კარგად აურიეთ და დალიეთ 1,5 საათის განმავლობაში.
  5. 1 ლიმონი მოათავსეთ ცხელ წყალში 1 წუთით, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ცედრასთან ერთად. შეურიეთ 100 გრ კარაქი და 1-2 ს.კ. თაფლი. მიიღეთ ამ ნარევის 1 ს.კ. ყოველ 2-3 საათში ერთხელ. შეინახეთ და გამოიყენეთ როგორც ჩვეულებრივი ზეთი.
  6. მაღალ ტემპერატურაზე აურიეთ ერთგვაროვან მასაში 2 გახეხილი ახალი კარტოფილი და 1 ს.კ. ვაშლის ძმარი. წაუსვით ის რამდენიმე ფენად დაკეცილ ქსოვილზე ან მარლაზე და დაიდეთ შუბლზე. 2 საათის შემდეგ შეცვალეთ ახლით.
  7. აიღეთ 2 ბოთლი ახალი ლუდი, დაუმატეთ მწიკვი დარიჩინი, 3-4 ც დარიჩინი და ცოტაოდენი ლიმონის ქერქი. გათქვიფეთ 3 კვერცხის გული და 2-4 ს.კ. შაქარი აქაფებამდე. ამ მასას დაასხით ცხელი ლუდი სანელებლებით და მორევით დადგით ცეცხლზე, მოხარშეთ შესქელებამდე, მაგრამ არ აადუღოთ. დალიეთ 1-1,5 ჭიქა. გაციება სულ რაღაც 1 დღეში გაივლის.
  8. 4 ს.კ. მშრალი ჟოლოს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი. დალიეთ ღამით 2 ჭიქა ერთდროულად. ჟოლოს ნაყენი (10 კენკრა თითო ჭიქა მდუღარე წყალში) სასარგებლოა ყელის ტკივილის დროს.
  9. გაციებისა და ვირუსებისგან თავის დასაცავად საჭიროა კბილების გახეხვა ნივრით ყოველდღიურად.
  10. გაციების პირველივე ნიშნის დროს გაათბეთ 100 მლ კაჰორი, დაუმატეთ 1/4 ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, მოურიეთ და დალიეთ თბილად ძილის წინ.

გისურვებტთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები
Exit mobile version