Lui.ge

როგორ შეუძლია უბრალო ხახვმა შეინარჩუნოს ტვინი ახალგაზრდა?!

xaxvi

როგორ შეუძლია უბრალო ხახვმა შეინარჩუნოს ტვინი ახალგაზრდა?!

ხალხური სიბრძნე ამბობს: ხახვი - შვიდი დაავადებითვის! და ეს შემთხვევითი არ არის. სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც ქმნიან ამ სასწაულებრივ პროდუქტს, ხელს უწყობს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის გადაჭრას.

იაპონელმა მკვლევარებმა ხახვის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს. ის დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე. ეს გამოწვეულია გოგირდის ნაერთებით, რომლებიც ხახვის ნაწილია. ეს ნაერთები ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და ხელს უშლის ტვინის ნაადრევ დაბერებას.

იაპონელმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის დროსაც დეტალურად იქნა შესწავლილი ხახვის თვისებების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. აღმოჩნდა, რომ პროდუქტი, რომელიც პოპულარულია მთელ მსოფლიოში, ზრდის პოზიტიური ემოციების მგრძნობელობას და ასევე ხელს უწყობს მეხსიერების აღდგენას.

ეს ხდება შემდეგნაირად: გოგირდის ნაერთები ტვინში შედის სისხლით. იქ ისინი აახალგაზრდავებს ტვინის უჯრედებს და ასტიმულირებენ მათ აქტივობას.

ექსპერტების აზრით, ყველაზე სასარგებლოა ხახვის გამოყენება თაფლთან ერთად. ის უბრალოდ სასწაულებრივ გავლენას ახდენს ორგანიზმზე და განსაკუთრებით სასარგებლოა სკლეროზის განვითარებისკენ მიდრეკილ მოხუცებზე.

თუმცა მისი გამოყენება არც ახალგაზრდების არის ურიგო, რადგან ეს მცენარე აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს სხეულის მთლიანი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას!

რატომ არის ხახვი ასეთი სასარგებლო?

იგი საკმაოდ მდიდარია ვიტამინებითა (А, C, Е, PP, B, В1) და მინერალებით (მაგნიუმი, გოგირდი, ფოსფორი, რკინა). ასევე მდიდარია ფიტონციდებით, რომლებიც გაციების წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება. ეს ბოსტნეული შესანიშნავად უმკლავდება სებორეას, ქერტლს, ამაღლებს პოტენციას და ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები. ხშირად იმ, იმედით, რომ ამა თუ იმ დაავადებისგან განიკურნებაში დაეხმარება, ხახვს ადამიანები ზედმეტი რაოდენობითაც კი მოიხმარენ. სამწუხაროდ, ამ დროს გვავიწყდება ან არ ვიცით, რომ ხახვს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, თან ძალიან ბევრი!

Facebook კომენტარები
Exit mobile version